იოგა დამწყებთათვის - მხედრის პოზა (Ashwasanchalanasana), მოძრაობა და გაწელვა

04/28/2020

მეგობრებო, გამოვაქვეყნე დაწვრილებითი ინფორმაცია 10 დღიან მდუმარე მედიტაციის განდგომაზე, რომელიც ჩატარდება საქართველოში 1-10 სექტემბერს. ვინც დაინტერესებული ხართ ან გსურთ რეგისტრაცია, წაიკითხეთ ბლოგპოსტი შემდეგ ბმულზე https://www.marikasyoga.com/blogs/art...
ასევე გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს ვისთვისაც მედიტაცია,
სიმშვიდე, ახალი პრაქტიკის შესწავლა და ბუდიზმი ინტერესის საგანია.

ჩემთან ინდივიდუალურად ან ჯგუფური ვარჯიშისთვის მომწერეთ
  / marikasyoga  
ig:   / marikasyoga  

ეს გაკვეთილი განკუთვნილია დამწყებთათვის,
მოკლე 18 წუთიანი წელის და ბარძაყების გაწელვა, რაშიც ხსენებული პოზა - Ashwasanchalanasana (მხედრის პოზა) დაგვეხმარება.
ყველა რთულ იოგა პოზას გააჩნია მისი ადვილი მოდიფიკაცია,
არ შეუშინდეთ და ივარჯიშეთ ყოველდღიურად.
თანამედროვე ადამიანის მენჯ-ბარძაყის სახსრები და კუნთები განსაკუთრებით დაჭიმულია, რადგანაც ბევრ დროს ვატარებთ უმოძრაოდ, სწორედ ამისთვის იდეალურია იოგას ვარჯიში.
ასევე ვამატებთ მცირე დინამიურ მოძრაობას რომელიც მომავალში დაგვეხმარება \"პლანკის\" პოზიციაში.

თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები გთხოვთ გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი რათა გავზარდოთ იოგას საზოგადოება საქართველოში.
თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ მომწერეთ კომენტარებში.
დიდი მადლობა

ნამასტე

ვიდეოები „Marika Yoga მარიკა იოგა"-ისგან