ყველაზე დიდი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

08/25/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ ცხოველებზე, რომლებიც თავისი სახეობის ყველაზე დიდი წარმომადგენლები არიან.
10. გიგანტური მონადირე ობობა
ობობების ეს უსაშინლესი სახეობა სიგრძეში 30 სანტიმეტრს აჭარბებს და მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობების სახელით სარგებლობს. გარდა ზომისა, ეს ობობები იმითაც არიან ცნობილნი, რომ ქსელის აგების ნაცვლად მსხვერპლზე მტაცებელი ცხოველებივით ნადირობენ.
   • Giant Huntsman Spider Handling.  
9. გოლიათი ბაყაყი
გოლიათი ბაყაყი მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაყაყია. მისი სიგრძე 90 სანტიმეტრს აღწევს და დაახლოებით იმდენსვე იწონის, რამდენსაც ახალშობილი ბავშვი. ის კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში ცხოვრობს და სამწუხაროდ გადაშენება ემუქრება.
   • Giant African Bullfrogs eating everyt...  
8. თეთრი ჯადოქარი
თეთრი ჯადოქარი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფარვანა-მოჩვენება, ყველაზე დიდი ფარვანაა მსოფლიოში. მისი ფრთების სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს. ეს სახეობა მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს.
   • Bruxa-branca, mariposa gigante da Ama...  
7. მწვანე ანაკონდა
ბოას ოჯახის წარმომადგენელი მწვანე ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია. თეორიულად მასზე გრძელი გველებიც არსებობენ, მაგრამ მწვანე ანაკონდა თავისი სისქის გამო ყველა მეტოქეზე ორჯერ მეტს იწონის. ამ გიგანტურ გველს შეუძლია 9 მეტრსა და 250 კილოგრამს მიაღწიოს.
   • Steve Wrestles with a Green Anaconda ...  
6. იმპერატორი მორიელი
იმპერატორი მორიელი სიგრძეში 20 სანტიმეტრს აღწევს და თავისი სახეობის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მიუხედავად დიდი ზომისა და საშიში გარეგნობისა, იმპერატორი მორიელი ადამიანისთვის სასიკვდილო არაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს შინაური მორიელების მოყვარულებში. იმპერატორი მორიელი დასავლეთ აფრიკაში ბინადრობს და 8 წელი ცოცხლობს.
   • 9 Emperor Scorpion Facts \u0026 Care Tips ...  
5. პოლარული დათვი
პოლარული დათვები სიგრძეში 270 სანტიმეტრს აღწევენ, ხოლო წონაში - 800 კილოგრამს. პოლარული დათვი ხმელეთზე მცხოვრები ყველაზე დიდი მტაცებელი ხორცისმჭამელი ცხოველია, რომელსაც ზომით მხოლოდ ალასკაში მცხოვრები კოდიაკის ყავისფერი დათვი შეედრება. პოლარული დათვები არქტიკის კვებითი ჯაჭვის სათავეში იმყოფებიან.
   • Polar Bear Purrs When Cuddling with H...  
4. გიგანტური კალმარი
ოკეანის მიუწვდომელ სიღრმეებში მცხოვრები გიგანტური კალმარი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე იდუმალი არსებაა. მეცნიერები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ გიგანტური კალმარი ყველაზე დიდი უხერხემლოა. მისი სიგრძე, საცეცების ჩათვლით, 18 მეტრს აღწევს და თევზებით, სხვა კალმარებითა და ხანდახან მომცრო ვეშაპებითაც კი იკვებება.
   • Raw: Giant Squid Makes Rare Appearanc...  
3. გიგანტური მანტა
გიგანტური მანტა, რომლის სიგანეც 7 მეტრს აღწევს ხოლმე, მანტა რეის ყველაზე დიდი წარმომადგენელი და ერთერთი ყველაზე დიდი თევზია მსოფლიოში. სხვა მოზრდილი თევზების მსგავსად, გიგანტური მანტაც პლანქტონებით იკვებება. გიგანტური მანტა გადაშენების პირას იმყოფება.
   • Manta ray, a giant of the ocean  
2. ჟირაფი
ჟირაფების სიმაღლე 6 მეტრს აჭარბებს ხოლმე. ისინი ხმელეთზე მცხოვრები ყველაზე მაღალი არსებები არიან. ჟირაფები მშრალ ჰავაში, საჰარას სამხრეთით მდებარე სავანებში ბინადრობენ. ეს ულამაზესი ძუძუმწოვარი მალე გადაშენების პირას იქნება, რადგან მათი საცხოვრებელი ტერიტორია სულ უფრო მცირდება. ჟირაფები 25 წლამდე ცხოვრობენ.
   • Baby giraffe gives its mum the run ar...  
1. ლურჯი ვეშაპი
ლურჯი ვეშაპი წყლის ყველაზე დიდი ცხოველია. უფრო მეტიც, ლურჯი ვეშაპი დღემდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი არსებაა, დინოზავრების უმეტესობაზე დიდიც კი. ოკეანეებში მცხოვრები ეს საოცარი ძუძუმწოვრები სიგრძეში 30 მეტრს აჭარბენენ, ხოლო მათი წონა ხანდახან 200 ტონას აღემატება ხოლმე. ლურჯი ვეშაპის ენა შესაძლებელია სპილოზე მძიმეც კი იყოს, ხოლო მათი გულები მანქანაზე მეტს იწონის.
   • Stunning High Definition Underwater F...  
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი:   / ტოპ-ფაქტები-106039936757171  
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან