ზღვის ყველაზე უცნაური და ლამაზი არსებები ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp ► დაალაიქეთ FB გვერდი: / topfaqtebi ► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: / top_faqtebi ---------- ვიდეოში ვისაუბრებთ ოკეანის სიღრმეებში მცხოვრები 10 ყველაზე უცნაური და ლამაზი არსების შესახებ. 10. ზღვის ფოთლოვანი დრაკონი ავსტრალიის ტროპიკულ წყლებში მობინადრე ზღვის ფოთლოვანი დრაკონი წყლის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და მომხიბლავი არსებაა. 20 სანტიმეტრის სიგრძის ფოთლოვანი დრაკონი ზღვის ცხენების ერთ-ერთი ქვესახეობაა. ამ არსებამ სახელი სხეულზე არსებული ფოთლების მსგავსი წანაზარდების გამო მიიღო, რომელსაც წყალმცენარედ შენიღბვის მიზნით და მტაცებლებისგან დასამალად იყენებს. 9. ზღვის ობობა ზღვის ობობები ხმელეთის ობობებს არ ენათესავებიან და მათი ორგანიზმი და ფუნქციები ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ხმელეთის ობობების, მაგრამ ზღვის ობობებს თავის მშრალ თანამოძმეებთან ბევრი საერთოც აქვთ. ამ მინიატურული საზღვაო ართროპოდების პოვნა მსოფლიოს მრავალ წერტილში შეიძლება. 8. ყვავილქუდა მედუზა მიუხედავად იმისა, რომ ამ არსების სახელში სიტყვა მედუზა ურევია და გარეგნობითაც წააგავს მედუზას, რეალურად ის სხვა ქვესახეობას განეკუთვნება. ყვავილქუდა მედუზა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, იაპონიის სანაპიროებთან გვხვდება და მსხვერპლის მტკივნეულად დასუსხვა შეუძლია. ყვავილქუდა მედუზები 4-6 თვის განმავლობაში ცოცხლობენ და სიგრძეში 15 სანტიმეტრს აღწევენ. 7. კიბორჩხალა-ჯამბაზი Brachyura Crab-ის სახელით ცნობილი ეს არსება ჭრელი ფერებით გამორჩეული კიბორჩხალაა, რომელიც ძირითადად ფიჯის ახლოს, მარჯნის რიფებთან ბინადრობს, თუმცა წითელ ზღვაშიცაა აღმოჩენილი. ის ძირითადად თეთრი ფერისაა მუქი წითელი კოპლებით და სიგრძეში დაახლოებით 4 სანტიმეტრს აღწევს. 6. ბანგგაის კარდინალი ბანგგაის კარდინალი უცნაური ტროპიკული თევზია ვერცხლისფერი შეფერილობითა ვერტიკალური შავი ზოლებით. ამ თევზის პოვნა მხოლოდ ინდონეზიაში, ბანგგაის კუნძულების ახლოს შეიძლება და ის გადაშენების პირასაა. 5. ჯამბაზი კრევეტი ჯამბაზი კრევეტი საკმაო პოპულარობით სარგებლობს აკვარიუმის მოყვარულებში. მას თეთრი ფერის სხეული და ლურჯი შეფერილობის ლაქები აქვს და ძირითადად ინდურ და წყნარ ოკეანეებში ბინადრობს. მამალი ჯამბაზი კრევეტები დედალ კრევეტებზე მომცრო ზომის არიან. 4. ლურჯი დრაკონი ლურჯი დრაკონი, რომელიც ასევე ცნობილია სახელებით ზღვის მერცხალი და ლურჯი ანგელოზი, მცირე ზომის და ლურჯი შეფერილობის მქონე ზღვის მუხლუხოა. მისი სიგრძე სულ რაღაც 3 სანტიმეტრია და ძირითადად ტროპიკულ წყლებში ბინადრობს. 3. ეკლის გვირგვინი ეკლის გვირგვინი ზღვის ვარსკვლავების სახეობაა, რომელიც ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებში ბინადრობს. მიუხედავად მისი ულამაზესი გარეგნობისა, ეს არსება სინამდვილეში პარაზიტია, რომელიც მარჯნის რიფით იკვებება. მისი რაოდენობის ზრდა საფრთხეს უქმნის მარჯნის რიფებს, განსაკუთრებით კი - დიდ ბარიერულ რიფს. 2. ფილიდია ბაბაი ზღვის მუხლუხოების ეს ფერადი სახეობა ბინადრობს ისეთ ადგილებში, როგორებიცაა პაპუა ახალი გვინეა, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. მას სახელი იაპონელი მალაკოლოგის, კიკუტარო ბაბას საპატივცემულოდ ეწოდა. ბაბაი ზღვის ყვითელი ღრუბლებით იკვებება. 1. ზღვის ანემონი სუბტროპიკულ წყლებში მცხოვრები ეს არსება ფლუორესცენციული შეფერილობების უამრავი სხვადასხვა კომბინაციით გამოირჩევა, რაც მას აკვარიუმების პოპულარულ ბინადრად აქცევს. ანემონები საცეცებს საკვების დასაჭერად და თავდაცვის მიზნით იყენებენ. ---------- წყაროები: • Leafy sea dragon • Video • Jellyfish Like a Flower... Hat • Harlequin Crabs • Harlequin Crab in Padangbai Bali • Mucky Secrets - Part 6 - Cardinalfish... • Harlequin Shrimp finds a Starfish • Dancing Glaucus Atlanticus (Blue Drag... • Video • RARE Blue Dragon Sea Slugs - Discover... • Feeding time for my tube anemone 9.12.14 • Amazing tube anenome feeding • Underwater nudis in Norway • Crown of thorns, starfish. Fiji • Deadly Starfish Eats Coral: Crown of ... • Video • Video ---------- ჩვენი ფლეილისტები: ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქ...
მსგავსი ვიდეოები
იყიდება სამხრეთ ზღვის მარგალიტი ინდონეზიიდან სამხრეთ ზღვის მ...
South Sea Pearl Farm Tahitian Pearl Wholesale
10 ყველაზე მომაკვდინებელი ზღვის არსება
ELL Channel
ყველაზე უცნაური ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
ყველაზე უცნაური საჭმელი მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★
ტოპ ფაქტები
10 უცნაური ნივთი,რომელიც ზღვამ სანაპიროზე გამორიყა
bii hehe
10 ყველაზე ძვირადღირებული ფილმი მსოფლიოში
ELL Channel
10 საინტერესო ფაქტი შავი ზღვის შესახებ
bii hehe
8 უიშვიათესი ფრინველი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობს!
bii hehe