ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

09/12/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში გაგაცნობთ ყველაზე ჭკვიანი ცხოველებს მსოფლიოში:
10. კატები
მათთვის, ვისაც შინაური კატა ყავს, კარგადაა ცნობილი ამ არსებების მონადირული თვისებების შესახებ. კატები ძალიან მოქნილები არიან და ძლიერი სენსორული შესაძლებლობები აქვთ. მართალია კატების გაწვრთნა ისეთი ადვილი არაა, როგორც მაგალითად ძაღლების, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეუძლიათ ახალი უნარების შეძენა და ადაპტირება.
9. ვირთხები
ადამიანების უმეტესობას ვირთხების მენტალურ შესაძლებლობებზე საკმაოდ დაბალი წარმოდგენა აქვს, მაგრამ კანალიზაციაში მცხოვრებ ამ მღრღნელებს საკმაოდ სხარტი აზროვნების უნარი და კარგი მეხსიერება აქვთ. ვირთხებს ცვალებად გარემო პირობებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი და თვითგადარჩენის მძლავრი ინსტინქტი აქვთ.
8. სპილოები
სპილოებს, სხვა ცხოველებთან შედარებით, უზარმაზარი ტვინები აქვთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ტვინის მოცულობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ სპილოები ცხოველური სტანდარტებით საოცრად ჭკვიანი არსებები არიან. მათ რთული სოციალური ინტერაქციები შეუძლიათ და ამბობენ, რომ ემპათიის განცდაც შეუძლიათ.
7. რვაფეხა
რვაფეხები უხერხემლოების ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენლები არიან. ისინი უნიჭიერესი მონადირეები არიან და საკვების მოპოვების სტრატეგიული ხერხების შემუშავება შეუძლიათ. გარდა ამისა, მათ რთული დავალებების და ლოგიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ.
6. ძაღლები
მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის დონე სხვადასხვა ჯიშებს შორის მკვეთრად განსხვავდება, ძაღლების ყველა წარმომადგენელი ადვილად სწავლობს ახალ ილეთებს და ელემენტარული ბრძანებების შესრულებას. გარდა ამისა, ადამიანებთან ემოციურ კავშირის დამყარების უნარმა მათ სამართლიანად დაუმკვიდრა ადამიანის საუკეთესო მეგობრის სტატუსი.
5. ვეშაპები
ვეშაპები თავისი უზარმაზარი ზომის წყალობით არიან ცნობილნი და არც ისე ბევრმა იცის მათი ბრწყინვალე ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ. ვეშაპებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ჯგუფურად კოორდინირებული ქმედებების უნარი აქვთ.
4. თუთიყუში
თუთიყუშები უპირველესად ლაპარაკის უნარის გამო არიან ცნობილები, თუმცა საუბრის იმიტაციაზე მეტად მათი ინტელექტის დონეზე მათი შესანიშნავი მახსოვრობა მეტყველებს. გარდა ამისა, მათ შედარებით რთული დავალებების შესრულება და ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ.
3. დელფინები
სხეულის მასისა და ტვინის ზომის შეფარდებით ეს არსებები ცხოველთა სამყაროში პირველ ადგილს იკავებენ. დელფინებს კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი აქვთ და იმ იშვიათ ცხოველებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც სარკეში საკუთარი თავის ცნობა შეუძლიათ.
2. ღორები
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გამოკვლევების თანახმად ზრდასრული ღორს დაახლოებით ისეთივე გონებრივი შესაძლებლობები აქვს, როგორიც სამი წლის ბავშვს. ღორებს გარემო პირობებთან ადაპტაციისა და ახალი უნარების ადვილად სწავლის უნარი აქვთ.
1. შიმპანზეები
გარდა იმისა, რომ შიმპანზეები გარეგნობით გვანან ადამიანებს, მათი აზროვნების მანერაც წააგავს ჩვენსას. მათ გარემოსა და ხელსაწყოების სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ როგორც პირადი, ასევე საერთო, ჯგუფური მიზნების მისაღწევად. ამ და სხვა მიზეზების გამო შიმპანზეები ყველაზე ჭკვიან პრიმატებად და შესაბამისად - მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ცხოველებად ითვლებიან.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან