ყველაზე ჭკვიანი ძაღლები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

08/09/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ძაღლი ცხოველებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან სახეობად ითვლება, თუმცა სხვადასხვა ჯიშების ინტელექტს შორის მაინც არსებობს საკმაოდ მკვეთრი განსხვავება. დღევანდელ ვიდეოში ყველაზე ჭკვიან და ადვილად გაწვრთნად ჯიშებს შევეხებით.
10. ავსტრალიური კეტლ დოგი
ეს ავსტრალიური ჯიში 60-წლიანი სელექციური მუშაობის შედეგად მიიღეს. დინგოს შთამომავალი ეს ჯიში ძროხების დიდ მანძილზე გადასაყვანად გამოიყენებოდა. ის ძალიან ადვილი გასაწვრთნელია და ჩვენს სიაში მეათე ადგილს იკავებს.
   • Australian Cattle Dogs in Action  
9. როტვეილერი
გერმანიაში გამოყვანილი როტვეილერი დიდი ზომის დაკუნთული ძაღლია, რომელსაც ადრე დატვირთულ ურიკებში შესაბმელად გამოიყენებდნენ. ამჟამად, მაღალი ინტელექტისა და შრომისმოყვარეობის წყალობით როტვეილერებს ხშირად გამოიყენებენ სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში.
   • FIVE THINGS YOU SHOULD KNOW ABOUT ROT...  
8. პაპილონი
პეპელას მსგავსი მოყვანილობის მქონე ყურების წყალობით ამ ძაღლს ყველგან ადვილად იცნობთ. გრძელბეწვიანი პაპილონი სპანიელების წარმომადგენელია. საფრანგეთში გამოყვანილი ეს ჯიში პოპულარობით სარგებლობს თავისი მეგობრული ხასიათისა და ინტელექტის გამო.
   • My lovely Papillon dog!  
7. ლაბრადორ რეტრივერი
ლაბრადორ რეტრივერი, რომელსაც ხშირად უბრალოდ ლაბრადორად ან ლაბად მოიხსენიებენ, თამაშისა და გართობის მოყვარული მოზრდილი ზომის კანადური ჯიშია. აზროვნების უნარისა და მხიარული ხასიათის გამო ლაბრადორებს ხშირად გამოიყენებენ მეგზურ ან თერაპიულ ძაღლად ომის ვეტერანებისთვის.
   • Video  
6. შეტლანდიური ნაგაზი
შეტლანდიური ნაგაზი, რომელსაც ასევე შელტად მოიხსენიებენ, შოტლანდიაში გამოყვანილი ჯიშია. შელტი ფერმერებისა და მეცხვარეების დამხმარე ჯიშია. ეს ენერგიული ძაღლები შრომისმოყვარეობითა და ადვილი გაწვრთნადობით გამოირჩევიან.
   • Shetland Sheepdog Daisy - dog tricks  
5. დობერმან პინჩერი
საშუალო ზომის, მოკლებეწვიან გერმანულ ჯიშს თავდაპირველად ადამიანების დასაშინებლად წვრთნიდნენ, თუმცა ამჟამად ცნობილია, რომ დობერმან პინჩერებს მეგობრული ხასიათი, მაღალი ინტელექტი, ერთგულება და ადვილად გაწვრთნადობა ახასიათებთ.
   • Doberman Pinscher guarding his home  
4. ოქროსფერი რეტრივერი
რეტრივერი, რომელიც ინგლისურად მომტანს ნიშნავს, თავდაპირველად ნანადირევის წყლიდან და ძნელად მისადგომი ადგილებიდან გამოსატანად გამოიყვანეს. რეტრივერები დღეს მონადირეებად, დამხმარე, მაძებარ და მაშველ ძაღლებად გვევლინებიან.
   • GOLDEN RETRIEVER FIVE THINGS YOU SHOU...  
3. გერმანული ნაგაზი
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე პოპულარული ჯიში, გერმანული ნაგაზი, ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ახალგამოყვანილიცაა. გერმანული ნაგაზი თავდაპირველად სამწყემსად გამოიყვანეს, თუმცა ამჟამად ბევრ სხვადასხვა როლში იყენებენ, მათ შორის პოლიციის, სამხედრო, დამხმარე და მსახიობ ძაღლებადაც კი.
   • Video  
2. პუდელი
გერმანიასა და საფრანგეთში გამოყვანილი ძაღლის ეს ჯიში პატარა ან საშუალო ჯიშებს განეკუთვნება და გრძელი, ხვეული ბეწვითაა შემოსილი. პუდელი უკიდურესად ჭკვიანი, ენერგიული და ურთიერთობის მოყვარული ჯიშია და სიამოვნებს როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური გასართობები.
   • New puppy addition not intimidated by...  
1. ბორდერ-კოლი
შოტლანდიაში გამოყვანილი ბორდერ-კოლი უკიდურესად ენერგიული ძაღლია, რომლის ბრწყინვალე ინტელექტიც მას მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ძაღლად აქცევს. როგორც ამბობენ, ბორდერ-კოლის ათასზე მეტი სიტყვისა და ბრძანების დამახსოვრება და შესრულება შეუძლია.
   • Nana the Border Collie Performs Amazi...  
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
dzagli cxovelebs shoris ertert yvelaze chkvian saxeobad itvleba, tumca sxvadasxva jishebis inteleqts shoris mainc arsebobs sakmaod mkvetri gansxvaveba. dgevandel videoshi yvelaze chkvian da advilad gawvrtnad jishebs shevexebit.
10. avstraliuri ketl dogi
9. rotveileri
8. papiloni
7. labrador retriveri
6. shetlandiuri nagazi
5. doberman pincheri
4. oqrosferi retriveri
3. germanuli nagazi
2. pudeli
1. border-koli

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან