არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად იყენებენ ★ ტოპ ფაქტები ★
10/23/2017
ტოპ ფაქტები-ის
მიერ
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: / topfaqtebi
► ინსტაგრამი: / topfaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ ცხოველებზე, რომლებსაც ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ადამიანები საკვებად იყენებენ.
10. სპილო
გადაშენების პირას მყოფ ტყის სპილოზე არა მხოლოდ ძვირფასი ეშვების, არამედ ხორცის გამოც ნადირობენ. ერთ სპილო 450 კილოგრამამდე ხორცს იძლევა, რაც ბრაკონიერებს გამდიდრების საკმაოდ მარტივ ხერხად ეჩვენებათ.
9. გორილა
გორილებს, ისევე როგორც სპილოებს, გადაშენების საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გორილებს საკვებად იყენებენ, ეს ნაკლებად ადარდებთ. გორილებისა და შიმპანზეების ჭამა უძველესი აფრიკული ტრადიციაა, რომელიც დღემდე გრძელდება.
8. აბრეშუმის ჭია
აბრეშუმის ჭია პოპულარული კორეული კერძის მთავარ ინგრედიენტს წარმოადგენს. თავდაპირველად ის პატარა დამპალი ჭიაყელებისგან მზადდებოდა, თუმცა მოგვიანებით ის ახლადმოკლული მამალი ჭიებით ჩაანაცვლეს. მათ ჭყლეტენ, ფქვავენ და ზეთში წვავენ, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მათ უბრალოდ შამფურზე აგებენ.
7. ჭიანჭველები
ზოგიერთ ქვეყანაში ჭიანჭველებს აქტიურად გამოიყენებენ საკონდიტრო ნაწარმში, სხვა ქვეყნებში კი დიდ ჭიანჭველებს უბრალოდ წვავენ ან აცხობენ. საფრანგეთში შეგიძლიათ შოკოლადში ამოვლებული ჭიანჭველები შეიძინოთ.
6. ფუგუ
ზოგადად თევზის ჭამა შეიძლება არც ისე უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ფუგუ ექსტრემალურად შხამიანი თევზია, რომლის მომზადებისასაც სიფრთხილეა საჭირო, რადგან ადვილი შესაძლებელია ცუდად მომზადებული ფუგუს ჭამა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ.
5. ვირთხა
ვირთხას უამრავ ქვეყანაში მიირთმევენ და ის პროტეინების დიდი რაოდენობის შემცველ საკვებად ითვლება. ვირთხების ჭამა მიღებულია ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ ეს დიდწილად საკვების დეფიციტის ბრალია. ძველ რომსა და ზოგიერთ თანამედროვე ევროპულ ქვეყანაში თაგვები და ზაზუნები დელიკატესად ითვლებოდა.
4. ცხენი
ცხენის ხორცს არა მხოლოდ ძაღლების, არამედ ადამიანების გამოსაკვებად იყენებენ. საფრანგეთში, მაგალითად, არსებობენ სპეციალური ყასბები, რომლებიც მხოლოდ ცხენის ხორცს ყიდიან. ცხენისმჭამელ ტოპ 8 ქვეყანაში ყოველწლიურად 4 000 000 ცხენს მიირთმევენ.
3. ძაღლები
ძაღლის ხორცის ჭამა ძირითადად აზიასა და ოკეანეთშია ფართოდ გავრცელებული. ძაღლის ხორცს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და ზომითაც საკმაოდ მოზრდილი შეიძლება იყოს.
2. კუ
კუ ძირითადად ვიქტორიანულ ეპოქაში ითვლებოდა დელიკატესად, თუმცა ბუნებისდამცველი ორგანიზაციების ზრდასთან და კუს ჯიშების რაოდენობის შემცირებასთან ერთად მათი ჭამაც ნაკლებად პოპულარული გახდა. აზიაში, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზღვის კუს გადაშენების პირას მყოფ ჯიშებს რეგულარულად იჭერენ და ჭამენ, რაც მათი ზრდის ნელ პროცესს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილი ტრაგედიაა.
1. ობობა
თუ გავითვალისწინებთ რამდენადაა გავრცელებული არაქნოფობია, ობობების შიში ადამიანებში, ადვილი მისახვედრია რატომ მოხვდა ეს არსება ჩვენი სიის სათავეში. მსოფლიოს ბევრ წერტილში, მაგალითად კამბოჯაში, ობობა დელიკატესად ითვლება. მათ გზის პირზე ჩამწკრივებულ ჯიხურებში ყიდიან, დაახლოებით ისევე, როგორც ნაზუქებს სურამის გზაზე.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები