ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფაქტები ★

08/08/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
10. ზოგიერთი ფარაონი საკუთარ მოსამსახურეებს სხეულზე თაფლის წასმას აიძულებდა. მსახურებს ბუზები და სხვა მწერები ეკვროდნენ და ფარაონს აღარ აწუხებდნენ.
9. კლეოპატრას ნემსი უძველესი ეგვიპტური ობელისკია, რომელიც 1881 წელს ალექსანდრიიდან ნიუ-იორკში გადაიტანეს. ამერიკაში გატარებული 136 წლის განმავლობაში ობელისკმა ბევრად უფრო მეტი დაზიანება მიიღო, ვიდრე ეგვიპტეში გატარებული 3000 წლის განმავლობაში. ამის მიზეზად ჰაერის დაბინძურებასა მჟავის შემცველ წვიმებს ასახელებენ.
8. მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობა, გიზას პირამიდა, დაახლოებით 2,500 000 ინდივიდუალური ბლოკისგანაა აშენებული. თითო ასეთი ბლოკი 2,5 ტონას იწონიდა, ანუ გიზას მთლიანი პირამიდა 6 მილიონ ტონაზე მეტს იწონის.
7. ეგვიპტის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფარაონი, რამზეს მეორე, ეგვიპტეს 60 წლის განმავლობაში მართავდა. ითვლება, რომ მას 100-ზე მეტი შვილი ჰყავდა. რამზეს მეორემ 90 წელზე დიდხანს იცოცხლა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ასაკია.
6. ძველ ეგვიპტეში ორივე სქესის წარმომადგენლები დიდი რაოდენობით მაკიაჟს ატარებდნენ, მაგრამ ეს არა დეკორატიული მიზნებისთვის, არამედ მწველი მზისგან და ქვიშიანი ქარებისგან დასაცავად კეთდებოდა ხოლმე.
5. მუმიფიცირების დროს ადამიანს ყველა შინაგან ორგანოს აცლიდნენ გულის გარდა. ეგვიპტელებს სწამდათ, რომ გულში ინახებოდა ადამიანის სიბრძნე, ემოციები, მეხსიერება, სული და მისი ხასიათი.
4. ეგვიპტური პირამიდები არა მხოლოდ ყველაზე ძველი საოცრებაა მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის, არამედ ერთადერთიცაა, რომელმაც დღემდე მოაღწია. როგორც არაბული ანდაზა გვაუწყებს, „ადამიანს ეშინია დროის, ხოლო დროს ეშინია პირამიდის“.
3. ძველ ეგვიპტეში კატა წმინდა ცხოველად ითვლებოდა. კატის სიკვდილის შემდეგ მისი მფლობელი ოჯახის ყველა წევრი გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდა, ხოლო კატას მუმიფიცირებას უკეთებდნენ და სპეციალურ სამარხში ასაფლავებდნენ.
2. კლეოპატრას ბევრ ისტორიულ წყაროში წარმოუდგენელი სილამაზის მქონე დედოფლად მოიხსენიებენ, თუმცა როგორც ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, კლეოპატრას სილამაზის დღევანდელი სტანდარტებით საშუალო სტატისტიკური გარეგნობა ჰქონდა, საშუალოზე დიდი, კეხიანი ცხვირითა და უხეში ნაკვთებით.
1. გავრცელებული მითის თანახმად სფინქსს ცხვირი ნაპოლეონის ჯარისკაცებმა მოამტვრიეს. სინამდვილეში, ნაპოლეონის ლაშქრობამდე ათწლეულებით ადრე გაკეთებულ ესკიზებში სფინქსს ცხვირი უკვე მომტვრეული ჰქონდა. დღემდე არავინ იცის რამ გამოიწვია ეს დაზიანება.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
10. zogierti faraoni sakutar mosamsaxureebs sxeulze taflis wasmas aidzulebda. msaxurebs buzebi da sxva mwerebi ekvrodnen da faraons agar awuxebdnen.
9. kleopatras nemsi udzvelesi egvipturi obeliskia, romelic 1881 wels aleqsandriidan niu-iorkshi gadaitanes. amerikashi gatarebuli 136 wlis ganmavlobashi obeliskma bevrad ufro meti dazianeba miigo, vidre egvipteshi gatarebuli 3000 wlis ganmavlobashi. amis mizezad haeris dabindzurebasa mJavis shemcvel wvimebs asaxeleben.
8. msoflios erterti yvelaze cnobili nageboba, gizas piramida, daaxloebit 2,500 000 individualuri blokisganaa ashenebuli. tito aseti bloki 2,5 tonas iwonida, anu gizas mtliani piramida 6 milion tonaze mets iwonis.
7. egviptis erterti yvelaze cnobili faraoni, ramzes meore, egviptes 60 wlis ganmavlobashi martavda. itvleba, rom mas 100-ze meti shvili hyavda. ramzes meorem 90 welze didxans icocxla, rac im droistvis warmoudgenlad didi asakia.
6. dzvel egvipteshi orive sqesis warmomadgenlebi didi raodenobit makiaJs atarebdnen, magram es ara dekoratiuli miznebistvis, aramed mwveli mzisgan da qvishiani qarebisgan dasacavad ketdeboda xolme.
5. mumificirebis dros adamians yvela shinagan organos aclidnen gulis garda. egviptelebs swamdat, rom gulshi inaxeboda adamianis sibrdzne, emociebi, mexsiereba, suli da misi xasiati.
4. egvipturi piramidebi ara mxolod yvelaze dzveli saocrebaa msoflios shvid saocrebas shoris, aramed ertaderticaa, romelmac dgemde moagwia. rogorc arabuli andaza gvauwyebs, „adamians eshinia drois, xolo dros eshinia piramidis“.
3. dzvel egvipteshi kata wminda cxovelad itvleboda. katis sikvdilis shemdeg misi mflobeli ojaxis yvela wevri glovis nishnad warbebs iparsavda, xolo katas mumificirebas uketebdnen da specialur samarxshi asaflavebdnen.
2. ???
1. ???

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან