10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქტები ★

08/02/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
10. კოლონია \"როანოკე\"
1587 წელს 121 კოლონისტი ჩრდილოეთ კაროლინაში, კუნძულ როანოკეზე დასახლდა. ადგილობრივ ინდიელ მოსახლეობასთან კონფლიქტის გამო კოლონიის ლიდერი ჯონ ვაითი დახმარების სათხოვრად ინგლისში დაბრუნდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებულ ვაითს კოლონია ცარიელი დახვდა. კოლონიის შენობებს არც ბრძოლის და არც სხვა სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ვაითმა ვერც მოსახლეობის გვამების ან საფლავების პოვნა მოახერხა. 120 ადამიანი უკვალოდ გაუჩინარდა.
9. ბერმუდის სამკუთხედი
ფლორიდასა და პუერტო რიკოს შორის არსებული წყლის ტერიტორია, რომელსაც ბერმუდის სამკუთხედად მოიხსენიებენ, უამრავი გემისა და თვითმფრინავის უკვალოდ გაქრობის ადგილადაა ცნობილი. ითვლება, რომ ბოლო 70 წლის განმავლობაში ბერმუდის სამკუთხედში 25 გემი და 13 თვითმფრინავი გაუჩინარდა უკვალოდ.
8. ტუნგუსკის აფეთქება
1908 წელს ციმბირში, ტუნგისკის თავზე ციდან უზარმაზარი ცეცხლოვანი ბურთი დაეშვა და კატასტროფული აფეთქება გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრე 2000-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაში მომხდარ ატომურ აფეთქებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ლოგიკური ახსნა მეტეორის ჩამოვარდნაა, დამამტკიცებელი საბუთის არარსებობის გამო მეცნიერებს აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ.
7. ელ ჩუპაკაბრა
არსება, რომლის სახელიც პირდაპირ თარგმანში „თხის მწოველად“ ითარგმნება, ლეგენდარული არსებაა, რომელიც გადმოცემის თანახმად ცხოველებს ესხმის თავს და მათ სისხლს წოვს. მას აღწერენ როგორც ხვლიკის მსგავს არსებად, რომელსაც უხეში ტყავი და ბასრი ნემსები აქვს ზურგზე. გადმოცემის მიხედვით ჩუპაკაბრა სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს.
6. ბიმინის გზა
1968 წელს კუნძულ ბიმინის მახლობლად ქვებისგან აგებული უცნაური წყალქვეშა გზა აღმოაჩინეს. ზუსტად არავინ იცის, ბიმინის გზა ბუნებრივად ფორმირებული ქვაფენილია თუ უძველესი ცივილიზაციის ნარჩენები. 800 მეტრის სიგრძის გზა კუნძულზე იწყება და ზღვის სიღრმეში უჩინარდება. ვარაუდობენ, რომ ის 15 000 წლის წინაა აგებული.
5. დ.ბ. კუპერი
თვითმფრინავის ცნობილი გამტაცებელი, რომელმაც 1971 წლის 24 ნოემბერს ბოინგ 727 გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 200 000 დოლარი და 4 პარაშუტი მოითხოვა. მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ კუპერმა თვითმფრინავის ხელახლა აფრენა მოითხოვა და ვაშინგტონის თავზე გადმოხტა თვითმფრინავიდან. მის შესახებ არავის აღარაფერი სმენია.
4. სერიული მკვლელი სახელად „ზოდიაქო“
ამ სერიულმა მკვლელმა 1960-იანი წლების კაროლინაში მინიმუმ 5 ადამიანი მოკლა განსაკუთრებული სისასტიკით. ზოდიაქო ცნობილი იყო იმით, რომ პოლიციას დაშიფრულ წერილებს უგზავნიდა და ამტკიცებდა, რომ მათში საკუთარ ვინაობა ჰქონდა დამალული. მიუხედავად რამდენიმე დაკავებული ეჭვმიტანილისა, მკვლელის ნამდვილი ვინაობა დღემდე უცნობია.
3. ჯეკ მფატრავი
კიდევ ერთი სერიული მკვლელი ჩვენს სიაში. ჯეკ მფატრავი პირველად 1888 წელს გამოჩენლი ლონდონელი სერიული მკვლელის ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმია. მის მიერ ჩადენილი ყველა მკვლელობა ერთმანეთის მსგავსი იყო. ჯეკი ლონდონის გარეუბანში მყოფ მეძავებს ესხმოდა თავს და ყელს ჭრიდა მათ. მიუხედავად ინტენსიური გამოძიებისა, დამნაშავის ვინაობა დღემდე უცნობია.
2. მერი სელესტი
მერი სელესტი საიდუმლოებით მოცული ბრიტანული ორანძიანი გემია, რომელიც 1872 წლის 7 ნოემბერს გავიდა ნიუ-იორკიდან გენუასკენ. მისი კაპიტანი იყო ბენჟამინ ბრიგსი, რომელიც მეუღლესთან, ორი წლის ქალიშვილთან და რვაკაციან ეკიპაჟთან ერთად გაემგზავრა იტალიისკენ, მაგრამ გემი უგზო უკვლოდ დაიკარგა. ხომალდი 1 თვის შემდეგ აღმოაჩინეს. გემზე არცერთი ადამიანი აღარ იყო. მგზავრებისა და ეკიპაჟის ნივთები ხელუხლებელი იყო. გემს არ აღენიშნებოდა დაზიანებები და სავსე იყო საკვებითა და სხვა პროვიზიებით. უცნობია, რა ბედი ეწიათ ადამიანებს.
1. ლოხ ნესი
ლოხ ნესი შოტლანდიაში მდებარე დიდი ზომის ტბაა, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, უკვე რამდენიმე საუკუნეა წყლის უცნაური ურჩხული ბინადრობს. მისი რამდენიმე ფოტო და ვიდეო არსებობს, თუმცა მათი ავთენტურობა ჯერ არავის დაუდასტურებია და შესაბამისად ნესის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. უძველესი ცნობები ლოხ-ნესის ურჩხულის შესახებ თარიღდება 565 წლით, რომელშიც წმინდა კოლუმბამ უზარმაზარი, ბაყაყის მსგავსი ურჩხულის განდევნა ლოცვით მოახერხა.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
10. kolonia \"roanoke\"
9. bermudis samkutxedi
8. tunguskis afetqeba
7. el chupakabra
6. biminis gza
5. d.b. kuperi
4. seriuli mkvleli saxelad zodiaqo
3. jek mfatravi
2. meri selesti
1. lox nesi

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან