ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★

10/06/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვების შესახებ ვისაუბრებთ:
10. მორგან გეისერი და ანისა ვეიერი
2014 წლის მაისში 12 წლის გოგონებმა, მორგანმა და ანისამ თავისი მეგობარი, პეიტონ ლოტნერი ტყეში შეიტყუეს, დანით 19 ჭრილობა მიაყენეს და იქვე მიატოვეს. გოგონების თქმით, ეს ყველაფერი გამოგონილი პერსონაჟის, სლენდერმენისთვის გააკეთეს. პეიტონი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, გონს მოეგო და სამანქანო გზამდე გახოხება მოახერხა.
9. ჯოშუა ფილიპსი
1998 წელს 14 წლის ჯოშუა ფილიპსმა 8 წლის მეზობელი გოგონა, მედი კლიფტონი ბეისბოლის ბიტის გამოყენებით სასტიკად ცემა და მოკლა, მისი გვამი კი საკუთარ ოთახში შეათრია და საწოლის ქვეშ დამალა. გვამი ჯოშუას დედამ 1 კვირის შემდეგ იპოვა და სასწრაფოდ დარეკა პოლიციაში. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
8. ჯესი პომეროი
ჯესი პომეროი 7 ბიჭის წამებისა და გაუპატიურების გამო დაიჭირეს. მოგვიანებით ის ციხიდან გამოუშვეს, რის შემდეგაც მან 10 წლის გოგონა მოკლა და დაასახიჩრა. მოგვიანებით ჯესიმ 4 წლის ბიჭიც აწამა და მოკლა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს და ჯერ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მოგვიანებით კი სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ის სულ რაღაც 14 წლის იყო.
7. ლაიონელ ტეიტი
1999 წლის 28 ივლისს 13 წლის ლაიონელის დედას 6 წლის ტიფანი იუნიკი ჰყავდა დატოვებული მოსავლელად. ტეიტის დედა რამდენიმე წუთით გავიდა ოთახიდან, რა დროსაც ლაიონელმა ტიფანი სასტიკად ცემა და მოკლა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა და ის ციხიდან გამოუშვეს, მოგვიანებით კი ისევ დაიჭირეს ყაჩაღობის გამო.
6. ბარი ლუიკატისი
1996 წელს ველური დასავლეთის დროინდელი განსლინგერის ფორმაში გადაცმულმა 14 წლის ბარი ლიუკატისმა სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი შეიტანა და ალგებრის მასწავლებელი და ორი თანაკლასელი დახოცა, შემდეგ კი დანარჩენ კლასელები აიყვანა მძევლად. ის ერთი საათის შემდეგ ფიზკულტურის მასწავლებელმა განაიარაღა. მას 205 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
5. ენდრიუ გოლდენი და მიტჩელ ჯონსონი
11 და 13 წლის ენდრიუ გოლდენმა და მიტჩელ ჯონსონმა ვესტსაიდის საშუალო სკოლის სათამაშო ბაღში 15 ადამიანი დაცხრილეს. ისინი არასრულწოვანის სტატუსით გაასამართლეს და ამჟამად ორივე თავისუფალია.
4. ბრაიან და დევიდ ფრიმანები
16 და 17 წლის ძმებმა, დევიდ და ბრაიან ფრიმანებმა მშობლები და უმცროსი ძმა ერიკი დანისა და ბეისბოლის ბიტის გამოყენებით სასტიკად ცემეს და დახოცეს, შემდეგ კი თავი გადაიპარსეს და თავზე სვასტიკები ამოისვირინგეს.
3. კიპ კინკლი
1998 წლის 21 მაისს კიპ კინკლმა მშობლები დახოცა, შემდეგ კი სკოლაში წავიდა და კიდევ 2 კლასელი მოკლა, 25 კი - დაჭრა. მკვლელობების დროს ის 15 წლის იყო. მოსამართლემ მას ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის 25 წელი, ხოლო თითოეული დაჭრილი მოსწავლის გამო 40 თვე მიუსაჯა, ანუ ჯამში - 111 წელი.
2. პიერ ფოლიო
14 წლის პიერმა 2004 წლის 30 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით ორივე მშობელი და პატარა ძმა დახოცა, ხოლო და - დაჭრა. მკვლელობებს შორის ის შრეკს უყურებდა. სახლში მოსულ ოჯახის წევრებს რიგრიგობით ხოცავდა და შუალედებში შრეკის ყურებას აგრძელებდა. მკვლელობის მიზეზად მან დედამისის ზედმეტი სიმკაცრე დაასახელა.
1. ერიკ სმიტი
13 წლის ერიკ სმიტმა, მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ითმინა დაჩაგვრა თანატოლებისგან, მამისა და უფროსი დისგან, 1993 წლის ორ აგვისტოს ოთხი წლის დერიკ რობი ტყეში შეიტყუა, გაგუდა და თავში ქვის ჩარტყმით მოკლა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/ტოპ-ფაქტები-...
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან