ვიდეოში გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მაკდონალდსის შესახებ.
10. მაკდონალდსის ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამში 75 ჰამბურგერს ყიდის, რაც ჯამში დღეში დაახლოებით 6 000 000 სხვადასხვა სახეობის ბურგერია.
9. მაკდონალდსის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ თანამშრომელს 7 თვის განმავლობაში მოუწევს მუშაობა, რათა გამოიმუშაოს იმდენივე თანხა, რამდენსაც მაკდონალდსის CEO ერთ საათში შოულობს.
8. მაკდონალდსის ერთ-ერთ ძველ ვებსაიტზე განთავსებული იყო ცხოვრებისეული რჩევები თანამშრომლებისთვის. ირონიულია, მაგრამ ფაქტია, რომ მაკი თანამშრომლებს ურჩევდა ფასტ-ფუდის ჭამისგან თავი შეეკავებინათ და უფრო ჯანსაღ საკვებზე შეეჩერებინათ არჩევანი. საიტი 2013 წლის დეკემბერში დახურეს.
7. მაკდონალდსის შეკვეთების 70% Drive-through-ს საშუალებით კეთდება. სხვათა შორის, Drive-through-ში შეკვეთის მისაცემად ცხენით შესვლა აკრძალულია, ბრიტანეთში ამის გამო ერთი მამაკაცი დააჯარიმეს.
6. დასაწყისში, როდესაც მაკდონალდსი ჯერ კიდევ ძმებ მაკდონალდსებს ეკუთვნოდათ, მაკში ჰამბურგერის ნაცვლად ჰოთ-დოგები იყიდებოდა. ეს კომპანიაში ბიზნესმენ რეი კროკის მოსვლასთან ერთად შეიცვალა.
5. არსებობის მანძილზე მაკდონალდსს უამრავი ადამიანი ჰყოლია დასაქმებული. ამჟამად ეს მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით მილიონი თანამშრომელია. ცხოვრების განმავლობაში მაკში ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს უმუშავია.
4. მაკდონალდსის ქსელი ახალ რესტორნებს წარმოუდგენელი სისწრაფით ხსნის. მაკის ახალი ობიექტი 15 საათში ერთხელ იხსნება.
3. მაკდონალდსის მომხმარებლების რაოდენობა ასტრონომიულ რიცხვებს აღწევს. მაკს დღეში 62 000 000 ადამიანი სტუმრობს, ანუ საქართველოს მოსახლეობაზე დაახლოებით 15-ჯერ მეტი.
2. 1980-იან წლებში მაკდონალდსში პიცის გაყიდვა დაიწყეს. ექსპერიმენტმა არ გაამართლა, რადგან პიცის მომზადებას ბევრად უფრო დიდი დროს სჭირდება, ვიდრე ჰამბურგერის. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს რამდენიმე მაკდონალდსში პიცის პოვნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
1. მაკდონალდსის საწებლები პროპილენის გლიკოლს შეიცავს. ეს ნივთიერება ანტიფრიზის ერთ-ერთი შემადგენელი სუბსტანციაა. მიუხედავად ამისა, როგორც ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია აცხადებს, მისი განსაკუთრებით მცირე ზომებით მიღება მავნებელი არაა.
----------
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/ტოპ-ფაქტები-...
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები