ყველაზე უცნაური და სასაცილო გაჯეტები

02/24/2018
bii hehe-ის მიერ

თანამედროვე ტექნოლოგიები უამრავ გაჯეტს გვთავაზობენ იმისთვის, რომ ცხოვრება მაქსიმალურად გაგვიმარტივონ. პროგრესი ერთ ადგილზე არ ჩერდება და მსოფლიოში სულ უფრო და მეტი ჭკვიანი მოწყობილობა ჩნდება. ახლა კი კონკრეტულად მხიარულ და სასაცილო გაჯეტებზე მოგიყვებით. ბევრი მათგანი მალე შემოვა გაყიდვაში , ნაწილი კი უკვე იყიდება ინტერნეტ მაღაზიებში, ზოგი კი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV
წყარო : be.ge
---------------------------------------------------------------------
Quirky Egg Minder.კვერცხის მზრუნველი შესანახი - მნიშვნელოვანი და შეუცვლელი ნივთი. ის გარეგნულად არ განსხვავდება ტრადიციულისგან, თუმცა ინტერნეტით უკავშირდება თქვენს ტელეფონს და გატყობინებთ, რომ კვერცხი თავდება, ან ვადა გასდის. ამ მოწყობილობის ფასი 13 $.
Hidrate Spark.სრულიად განსაკუთრებული წყლის ბოთლი მათთვის, ვისაც ავიწყდება, რომ სწყურია. ის ბლუთუზით უკავშირდება თქვენს ტელეფონს და მას შემდეგ, რაც თქვენს მონაცემებს ჩაიწერს, გატყობინებთ, თუ როდის გემუქრებათ გაუწყლოვნება. როცა მოწყობილობის მფლობელი წყურვილს დაიკმაყოფილებს, ბოთლი ცისფრად ნათდება.
Brita Infinity WiFi Connected Pitcher.წყლის ფილტრი ჩაშენებული Wi-Fi-თ არა მხოლოდ წყალს წმენდს, არამედ თვალყურსაც ადევნებს, თუ რა მდგომარეობაშია მისი კარტრიჯები. თუ ფილტრი უკვე გამოსაცვლელია, გაჯეტი თავად შედის ინტერნეტში და ახალ 6 $ ფილტრს უკვეთავს თქვენთვის AMAZON-ზე.
Hatch Baby Smart Changing Pad.ჭკვიან საფენს შეუძლია ბავშვის აწონვა, აკონტროლებს მისი საკვების მიღების გრაფიკს, გკარნახობთ რომელი საფენი უნდა გაუკეთოთ და ა.შ. გაჯეტი ბავშვის ყოველდღიურობის სტატისტიკასაც ადგენს და ტელეფონში გიგზავნით, რათა შემდეგ პედიატრს აჩვენოთ. ის მხოლოდ 250$ ღირს.
Onvi Prophix.ეს კბილის ჯაგრისი ჭკუით სულაც არ ჩამოუვარდება თავის თანამოძმეებს. ის ფლობელს კბილის გახეხვის შემდეგ პირის ღრუს ფოტოს აჩვენებს. რისთვისაა? ხომ უნდა იცოდეთ თქვენი კბილები რა მდგომარეობაშია. თანაც 10 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს და თუ ტელეფონი დაგიჯდათ, ჯაგრისით შეძლებთ სელფის გადაღებას :)
Flosstime.ყველაზე მოდური წვენსაწური 700$-ად, მაგრამ ის მხოლოდ ინტერნეტზე შეერთების შემთხვევაში მუშაობს. როგორც შემქმნელები იუწყებიან, სწორედ მას შეუძლია მფლობელი გახადოს უფრო ჯანმრთელი, ლამაზი და ენერგიით სავსე.
HapiFork.ჭკვიანი ჩანგალი, რომელსაც არ აქვს Wi-Fi, მაგრამ აქვს Bluetooth და ვიბროძრავი, რომლის წყალობითაც ის საშინელ ვიბრაციას გამოსცემს, თუ მისი მფლობელი ზედმეტად ბევრს ჭამს. ეს ჩანგალი 70$ ღირს.
Oombrella.გულმავიწყ ადამიანებს ხშირად რჩებათ ქოლგა სახლს გარეთ. Oombrella არაჩვეულებრივი ქოლგაა, მას შეუძლია მფლობელს მესიჯები გაუგზავნოს თავისი ადგილმდებარეობის შესახებ. ისიც კი შეუძლია, შეგატყობინოთ, რომ მალე წვიმა დაიწყება. რაღა საჭიროა ამინდის პროგნოზი?
Bruno.Bruno ნაგვის შემგროვებელი დანადგარია, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ის მტვერსაც იღებს და იატაკის წმენდაც შეუძლია. ეს მარტივი ნაგვის შემგროვებელი დანადგარია, რომლის ღირებულებაა 140$.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ინფორმაცია არხის შესახებ :
ამ არხზე დაიდება ვიდეოები ყველანაირ თემაზე : კოსმოსი,დედამიწა,სამყარო,საინტერესო ფაქტები,მეცნიერება,შემეცნებითი ვიდეოები,ცხოველები,ყველაზე ყველაზე,ინფორმაციები ფილმებისა და კომპიუტერული თამაშების შესახებ.
დროთა განმავლობაში კონტენტი გაფართოვდება და უფრო დაიხვეწება.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
რატომ ქვია არხს ბილი ?
ვიცი რომ საშინელი სახელია :/ მეც ისეთივე user ვარ როგორც თქვენ... ამ არხს ვიყენებდი ვიდეოების მოსაწონებლად და დასაკომენტარებლად. შემდეგ რამდენიმე ვიდეო ავტვირთე ,არ ველოდი ამდენ გამომწერს და ახლა სახელს ვერ ვცვლი ;დ

ვიდეოები „bii hehe"-ისგან