5 საუკეთესო ფილმი სოციალური ქსელების შესახებ

02/24/2018
bii hehe-ის მიერ

ფილმები მოგვითხრობს იმ სამყაროს შესახებ, რომელმაც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში შემოაღწია და სიკეთეზე არანაკლები საფრთხეები მოიტანა...
---------------------------------------------------------------------
ფილმები :
1) სოციალური ქსელი : https://goo.gl/oKQi7o
2) ჩეთი : https://goo.gl/HrTXqJ
3) წაშალე მეგობრები : https://goo.gl/ma5Fea
4) წრე : https://goo.gl/fV8miJ
5) კავშირის გაწყვეტა : https://goo.gl/smCAcN
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები
წყარო : funtime.ge
--------------------------------------------------------------------
1. სოციალური ქსელი / The Social Network (2010)
დღემდე ყველაზე პოპულარული ფილმი სოციალური ქსელების შესახებ, მოგვითხრობს, როგორ იქცა ჰარვარდის მოკრძალებული სტუდენტის მარკ ზუკერბერგის იდეა ნამდვილ სოციალურ ფენომენად, სახელწოდებით facebook.
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიქი, ჯოზეფ მაზელო, ბრენდა სონგი, ჯესი ეიზენბერგი, ენდრიუ გარფილდი, რაშიდა ჯონსი...
2. ჩეტი / Chatroom (2010)
თინეიჯერი მეგობრები ევა, ჯიმი, ემილი და მო ჩეტში გაიცნობენ უილიამს, რომელსაც გულითადად მიიღებენ, თუმცა უილიამისთვის მათთან ურთიერთობა ერთგვარი თამაშია, რომელსაც ის კატათაგვობანას ეძახის და თითოეულს თვითგანადგურებისკენ უბიძგებს.
რეჟისორი: ჰიდეო ნაკატა
როლებში: აარონ ჯონსონი, იმოჯენ პუტსი, მეტიუ ბირდი, ჰანა მიურეი, დენიელ კალუა, მეგან დოდსი…
3. წაშალე მეგობრებიდან / Unfriended (2015)
ექვსი მეგობარი ერთმანეთს სკაიპში ესაუბრება. მათ პირად ვიდეოჩატს უერთდება უცნობი, რომელიც დარეგისტრირებულია სახელით „ლორა“. იგი დაემუქრება ჩატის მონაწილეებს, რომ, თუ რომელიმე ჩატს დატოვებს, მკვლელობა მოხდება. ირკვევა, რომ უცნობის ვიზიტი ერთი წლის წინათ მომხდარ, ლორა ბარნსის თვითმკვლელობას უკავშირდება, რომელსაც ვიღაცამ წვეულებაზე ნასვამ და უხერხულ პოზაში ვიდეო გადაუღო და ინტერნეტში ატვირთა. ამ ფაქტის შემდეგ შერცხვენილმა ლორამ თავი მოიკლა. საუბარში ბევრ საშინელ საიდუმლოს ეხდება ფარდა.
რეჟისორი: ნელსონ გრეივსი
როლებში: ჰეტერ სოსმანი, მეტიუ ბორერი, კორტნი ჰალვერსონი
4. წრე / The Circle (2017)
ფილმი მოგვითხრობს ინტერნეტკომპანიაზე, რომელიც ერთ სისტემაში უყრის თავს თავისი მომხმარებლების ელექტრონულ ფოსტას, სოციალური ქსელის გვერდებს, საბანკო ბარათებსა და შესყიდვებს. ახალგაზრდა გოგონა, რომლის როლსაც ემა უოტსონი ასრულებს, ამ კომპანიის გუნდის წევრი ხდება. ფირმის ხელმძღვანელი, ქარიზმატული ლიდერი, ტომ ჰენკსის შესრულებით, გოგონას ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობს. აღმოჩნდება, რომ პროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ ინოვაციას წარმოადგენს, სინამდვილეში ბინძური მიზნების განხორციელებას ემსახურება.
რეჟისორი: ჯეიმს პონსოლდტი
როლებში: კარენ გილანი, ემა უოტსონი, ტომ ჰენკსი, ჯონ ბოიეგა, ელარ კოლტრეინი, ბილ პექსტონი, პეტონ ისვალტი
5. კავშირის გაწყვეტა / DISCONNECT (2012)
ეს არის დრამა იმის შესახებ, როგორი ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს სოციალურმა ქსელმა ადამიანის ცხოვრებაზე. ფილმის თითოეულ გმირს თავისი ონლაინისტორია და საიდუმლო აქვს, რაც საბოლოოდ მათ რეალურ პირად ცხოვრებას ანადგურებს.
რეჟისორი: ჰენრი ალექს რუბინი
როლებში: ჯეისონ ბეიტმანი, პაულა პატონი, ალექსანდრ სკარსგარდი, მაქს ტირიოტი, ფრენკ გრილო, კოლინ ფორდი

ვიდეოები „bii hehe"-ისგან