გიორგი ცინცაძე | მოუხელთებელი ფილმების შესახებ
რუბრიკა3ფილმი #8 სტუმარი: გიორგი ცინცაძე თუ მოგწონთ ეს და სხვა ვიდეოები რომლებსაც ვაკეთებთ, გამოიწერეთ ლიტაგორას არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს. რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე სხვა პროფესიების წარმომადგენლები მათთვის საინტერესო ნამუშევრების დახმარებით სხვადასხვა თემებზე საუბრობენ. 2020 წლის ოსკარის დაჯილდოვება კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ მიმართული ფილმების, "პარაზიტის" და "ამერიკული ქარხნის" წარმატებით აღინიშნა. უფრო მეტიც, ყველაზე ცნობილი კინო დაჯილდოვების ტრინუბიდან კარლ მარქსის სიტყვებიც კი გაისმა. ასეთი ერთი შეხედვით უპრეცედენტო შემთხვევის მიუხედავად გიორგი ცინცაძე, გარემოს და სოციალური პოლიტიკის მკვლევარი, ამ მოვლენას სკეპტიკურად უყურებს და აღნიშნული ფილმების სუბვერსიულობას ეჭვის ქვეშ აყენებს. გიორგი საუბრობს სამ ფილმზე რომლებიც მისი აზრით პარაზიტისგან და ამერიკული ქარხნისგან განსხვავებით ნამდვილად ახერხებენ სუბვერსიულობას მიღწევას და სხვადასხვა სისტემისთვის მოუხელთებელ მაგალითებად გვევლინებიან. სამი ფილმი რომელსაც გიორგი განიხილავს 1970 წლის პიტერ გესნერის, სტიუარდ ბერდის და რენე ლიხტმანის Finally Got the News ("როგორც იქნა მოგაწვდინეთ ხმა"), მიხეილ კალატოზოვის 1964 წლის "მე-კუბა" და გოდფრი რეჯიოს 1982 წლის "კოიანისქათსია". 00:00 - შესავალი 02:40 - Finally Got the News ("როგორც იქნა მოგაწვდინეთ ხმა") 07:39 - მე კუბა 12:51 - Koyaanisqatsi კამერა: დათო ლობჟანიძე მონტაჟი: დათო ლობჟანიძე Thumbnail: სალომე ლეჟავა ჩაწერილია ბარში პოლიტიკა მუსიკა: Dan Bodan - Fortress Europe Amulets - Magnetic Lullaby Facebook https://www.facebook.com/litagora/ Instagram https://www.instagram.com/litagoramag...
Litagora-ის სხვა ვიდეოები
კავშირები და ალუზიები შავ სარკეზე სერიალის მეოთხე...
ლევან აბდუშელიშვილი | მონტაჟის როლი კინოხელოვნებაშ...
დეა ჭოლოკავა | ქაოტური პოეზია კინოში
სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძე "ჩემი ოთახის" შესახებ
ალექსანდრე გაბელია | ყველა ფილმი პოლიტიკურია
მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ
ქართველი რეჟისორები კინოს შესახებ (ნაწილი I)
არის ასეთი ადგილი | დევიდ გრებერი და უტოპიები
მსგავსი ვიდეოები
ნანა ცინცაძე | ყველაფერი და არაფერი
TV IMEDI
ღამის შოუ | 15 ნოემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
პოეტი ნანა ცინცაძე სტუმრად ღამის შოუში
TV IMEDI
დილის საუბრები | გიორგი ცინცაძე
რადიო თავისუფლება
#გაიცანიშენინაკრები | გიორგი ცინცაძე
პირველი არხი სპორტი
Giorgi Tsintsadze #WithNoe | გიორგი ცინცაძე #ნოესთან
Noe Sulaberidze
"მოხარული ვარ, რომ პირველი პატარა ნაბიჯი გადავდგით..." | გიო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
რიონის ხეობის მოძრაობა | წინააღმდეგობა როგორც მეთოდი - გიორგ...
ინდიგო | INDIGO MAGAZINE