11 საერთაშორისო ბრენდი, რომელიც სახელის შერჩევისას შეცდა

02/23/2018
bii hehe-ის მიერ

ვერც მრავალწლიანი გამოცდილება, ვერც სიდიდე ვერ დააზღვევს კომპანიას წარუმატებლობისგან, რომელიც სრულიად მოულოდნელად იჩენს თავს სარეკლამო კამპანიის წარმართვისას.მეტ ჰეიგის წიგნში „ბრენდირების უმსხვილესი შეცდომები. 100 ყველაზე ცნობილი მარცხი სავაჭრო მარკების ისტორიაში“, ავტორი აანალიზებს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების შეცდომებს.ამ წიგნის მასალებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ უმსხვილესი კომპანიების სასაცილო და მცდარ გადაწყვეტილებებს.
---------------------------------------------------------------------
ფეისბუქ გვერდი : https://goo.gl/LWwsWC
დამიმეგობრდი ფეისბუქზე : https://goo.gl/TCcR5I
არხი მაივიდეოზე : myvideo.ge/billy
კოსმოსი : https://goo.gl/7yrVjc
ყველაზე ყველაზე : https://goo.gl/qCJYOC
საინტერესო ფაქტები : https://goo.gl/NkjRPy
ყველაზე უცნაური : https://goo.gl/FNAVzS
ფილმები/სერიალები : https://goo.gl/UdITP6
მეგობარი არხები : Ell channel,Gefacts TV,ანონიმური ფაქტები
წყარო : zivava.ge
--------------------------------------------------------------------
Hey what’s up, Nigaz?2009 წელს კომპანია „გაზპრომმა“, ნიგერიის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (Nigerian National Petroleum Corporation) ერთად, შექმნა ერთობლივი საწარმო, სახელწოდებით Nigaz (შემოკლებული Nigeria და Gazprom). სახელწოდებამ, რომელიც მომხმარებელს უფრო მოაგონებდა Snoop Dog-ის სიმღერის სტროფს, მსოფლიო საზოგადოება, ცოტა არ იყოს, გააოცა.

Chevrolet Nova, მაგარია, არა? მაგრამ არ დადის. რატომ?Chevrolet Nova – კიდევ ერთი წარუმატებელი სახელწოდებაა. არცერთ ესპანურენოვან ქვეყანაში (23 არც ისე პატარა სახელმწიფო) ამ ავტომობილზე მოთხოვნა არ იყო, მხოლოდ იმის გამო, რომ «no va» ესპანურიდან ითარგმნება, როგორც „არ დადის“.

Gerber-ის აფრიკული შოკი.ამ შემთხვევაში საუბარია შეფუთვაზე: საბავშვო კვება Gerber-ის მწარმოებლებმა პროდუქციის მიწოდება დაიწყეს ცენტრალურ აფრიკაში, თავიანთი სტანდარტული ეტიკეტით – მომღიმარი ჩვილი. როგორც ჩანს, მათ არ შეუსწავლიათ ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკა: საქმე ის გახლავთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობამ კითხვა არ იცის, რის გამოც აქაურმა კომპანიებმა მოილაპარაკეს, რომ ეტიკეტზე განეთავსებინათ ის, რაც შეფუთვის შიგნით არის მოთავსებული.

Ayds გახდომაში დაგეხმარებათ.თუ გგონიათ, რომ ცხოვრებაში ბოლო დროს არ გიმართლებთ, უბრალოდ გაიხსენეთ დიეტური კამფეტების მწარმოებელი კომპანია. კანფეტები სახელწოდებით Ayds 1980 წელს გამოუშვეს, 1981 წელს კი პირველად იქნა აღწერილი შიდსი (AIDS), რომელიც ინგლისურად ზუსტად იგივენაირად ჟღერს, როგორც Ayds.

Braniff Airlines-ის ცელქობა.ამერიკულმა ავიახაზებმა, Braniff Airlines-მა, საკუთარი თვითმფრინავების სალონებში ჩვეულებრივი სავარძლები ტყავის სავარძლებით შეცვალა. ამის შემდეგ მექსიკაში ჩატარდა არც ისე წარმატებული სარეკლამო კამპანია – სლოგანით „იფრინე ტყავში!“ (Fly in Leather), რომელიც სიტყვასიტყვით ნათარგმნი იყო ესპანურად: «Vuela en Cuero!», რაც ჟღერდა, როგორც, არც მეტი, არც ნაკლები, „იფრინე შიშველმა!“

Chevrolet Aveo vs. Daewoo Kalos.ეს მანქანა ყველა ქვეყნებში ატარებს სახელწოდებას Daewoo Kalos და მხოლოდ რუსულენოვან ქვეყნებში Chevrolet Aveo-ს სახელით იყიდება. ალბათ მიხვდით რატომაც… Kalos რუსულად ფეკალურ მასას ნიშნავს.

Coca-Cola – ცუდი თარგმანი.იმის შემდეგ, რაც მთლიანად ჩავარდა გაშვებული პროდუქტის გაყიდვები, აღმოჩნდა, რომ ჩინური ენის ტაივანურ დიალექტში სახელწოდება Coca-Cola ჟღერს როგორც „ცვილის ცხენი“ და „უკბინე თავკომბალას“, რის გამოც ჩინელი აუდიტორიისთვის სხვა სახელწოდების მოფიქრება გახდა საჭირო. ახლა ის ჟღერს, როგორც Kekoukele („ბედნიერება პირში“).

რჩეული – Bacardi Pavian.ცნობილმა ბრენდმა Bacardi-მ საერთაშორისო ბაზარზე კრახი განიცადა, როდესაც გაყიდვაში გაუშვა ხილის სასმელი სახელწოდებით Pavian. ეს სიტყვა ფრანგულად ბრწყინვალეს, მდიდრულს, ჩინებულს ნიშნავს, ძალიან ბევრ სხვა ენაში კი – ბაბუინს.

გულახდილი Mazda Laputa.«La рuta» – ესპანურ ენაში ასე „ღამის პეპლებს“ („პუტანებს”) უწოდებენ. ისევ ჩავარდნა საერთაშორისო ბაზარზე.

შემზარავი Toyota Fierа.Fierа – ლათინოამერიკულ მითოლოგიაში უშნო და შემზარავი დედაბერია. მორიგი ფიასკო სამხრეთ ამერიკის ბაზარზე.

„გამოცოცხლდი Pepsi-ს თაობასთან ერთად“.კომპანია Pepsi-მ ორ ბაზარზე ერთდროულად განიცადა კრახი, რადგან საკვანძო დევიზი «Come Alive with the Pepsi Generation» (გამოცოცხლდი Pepsi-ს თაობასთან ერთად) ზედმეტად სიტყვასიტყვით თარგმნა. გერმანულში გამოვიდა ხალისიანი „აღსდექ Pepsi-ის საფლავიდან“, ხოლო ჩინურში – დამაიმედებელი „Pepsi თქვენს ახლობლებს საფლავიდან აღადგენს“.

ვიდეოები „bii hehe"-ისგან