ალექსანდრე მოწერელია: ყველა პროექტის გადაწყვეტა საზოგადობასთან განხილვის შემდეგ მოხდება
ზუგდიდში დეველოპერული კომპანია "მ² უძრავი ქონება" საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალქესანდრე მოწერელიაც ესწრებოდა. იგი მიესალმება ბრენდული სასტუმროს აშენებას, რომელიც მისივე თქმით ნამდვილად დაამშვენებს ქალაქს. აქვე აღნიშნა, ჯერ ზუგდიდის განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა შემუშავდეს, ხოლო შემდგომ მოხდეს მსგავსი პროექტების განხორციელება. "ნებისმიერი საერთაშორისო სასტუმროს მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი რეგიონი განვითარდეს ტურიზმი, რომელსაც შეუძლია დიდი შემოსავალი მოუტანოს ჩვენს რეგიონს და ჩვენს მოსახლეობას. მთავარი საკითხი აქ არის ის, რომ ნებისმიერი დიდი პროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და საჯაროდ, რომ არ დარჩეს კითხვები. ეს არის პროექტი, რომელსაც საზოგადოება ეთანხმება და ცენტრალური ხელისუფლება მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოებას ყველა დაინტერესებულ პირს ეცნობება და მათთან მსჯელობის შემდეგ შევჯერდებით, თუმცა ამას ყველაფერს განსაზღვრავს ის გენერალური გეგმა, რომელიც უნდა შემუშავდეს. მოქალქეები რა თქმა უნდა დაინტერესებული არიან პირველ რიგში საკუთარი ქალაქის იერსახით შესაბამისად რაც უფრო გავალამაზებთ და რაც უფრო ბრენდული სასტუმროები აშენდება, ყველა იქნება მოხარული", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის უკან მ² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ალექსანდრე მოწერელია სტუმრად „ქრონიკაში“
TV IMEDI
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ქრო...
TV IMEDI
გუბერნატორი აქციის მონაწილეებს: არ მოტყუვდებით
Radio Atinati
ალექსანდრე მოწერელიამ უკმაყოფილო მოქალაქეები სასაუბროდ გუბერ...
Radio Atinati
კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმა ადგილობრივებს გააცნეს
Radio Atinati
ანგარიშის წარდგენაზე გუბერნატორს თხილი და კაკალი მიუტანეს
Radio Atinati
"დია" - კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი ზუგდიდში
Radio Atinati
ნენსკრა ადიდდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster