თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყდება

04/30/2018
Radio Atinati-ის მიერ

„ევროპული საქართველოს“ ამჟამინდელ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს გელა თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწყდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს განახლებული სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა წოწერიამ განუმარტა. მისი თქმით, თოლორაიამ მონაწილეობა მიიღო როგორც კომისიის, ასევე, საკრებულოს მუშაობაში.

„ის გამოცხადდა და მონაწილეობა მიიღო საკრებულოს მუშაობაში, შესაბამისად, ვერ ამოქმედდება მუხლი, რომელიც უფლებამოსილების შეწყვეტას ითხვალისწინებს“, - აღნიშნა წოწერიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, თოლორაია სხდომას დღევანდელი მოვლენების მიუხედავად და კანონის შესაბამისად მაინც დაესწრო.

„დღევანდელმა მოვლებებმა გვანახა, როგორი ობსტრუქციოულობით გამოირჩევიან „ენმ-ის წევრები, ამიტომაც, უბრალოდ, კანონის მოთხოვნა შევასრულეთ, დაესწრო და შემდეგ დატოვა სხდომა. რაც შეეხება დღის პირველ ნახევარში განვითარებულ მოვლენებს, სამარცხვინო ქმედება იყო მათი მხრიდან, რომ გუშინ მათმა ლიდერმა თანამშრომლობა შემოგვთავზა, დღეს კი ვანხეთ, რომ მთელმა სამეგრელოს ორგანიზაციამ „ევროპულ საქართველოს“ ობსტრუქცია მოუწყო“, - თქვა შელიამ.
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან