„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩაგდებამდე“ - პროტესტი მერაბ ქვარაიას ბიუროსთან

14.11.2019

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტის ჩაგდებას ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გააპროტესტეს. ბიუროსთან მოქალაქეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ასევე ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „ბიძინა მაჟორიტარების მეფე“, თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული არჩევნების გაუქმებამდე“, „მოგვატყუეს“, სირცხვილია“, გადაგვაგდეთ?გადაგაგდებთ“ და სხვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ცაბუნია ვართაგავს თქმით, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მათი შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ის არის ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც თავის ინიცირებულ კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი. „ჩვენ აქ ვაპროტესტებთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არის კიდევ ერთი შავი ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში. კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დაგვპირდნენ კიდევ ერთ ცვლილებას და ეს არ შეასრულეს. ზუსტად ამიტომ ვდგავართ დღეს აქ. ადგილიც არ არის შემთხვევით შერჩეული. ეს არის სიმბოლური, იმიტომ რომ მერაბ ქვარაია იყო ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელიც არის ამ კანონპროექტის ინიციატორი, როგორც აღმოჩნდა მან თავის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭრია, რაც არის სრულიად სამარცხვინო“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქარველოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუა ამბობს, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია და ხელისუფლებას მოუწოდებს გაიაზრონ მათი პასუხისმგებლობა. თოდუას თქმით, ქვეყნის არაფორმალური მმართველები ცდილობენ, რომ ქვეყანა მიიტაცონ და ადამიანებს პარლამენტის დაკომპლექტების სამართლიანი გზა წაართვან. „ვხედავთ და ფაქტია, რომ რაღაც სპექტაკლის მონაწილე გახდა ჩვენი პარლამენტი. ფაქტია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველები ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას და ცდილობენ ადამიანებს წაართვან ყველაზე სამართლიანი გზა პარლამენტის დაკომპლექტების, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. იმის გათვალისწინებით, რომ კონსენსუსი იყო და ყველა პოლიტიკური ძალა იყო მომხრე ამ სისტემაზე გადავსულიყავით. მათ შორის ის ადამიანები ვინც დღეს არ მისცა ხმა. ქვეყანა შესულია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ჩვენ მოვუწოდებთ გაიაზრონ მათ ეს პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთ ალტერნატივად მიგვაჩნია საარჩევნო სისტემის შეცვლა“, - აღნიშნა არჩილ თოდუამ. „ევრპული საქრათველოს“ წევრი ბათლომე შელია თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადეობსი „ გადასაგდებად“ მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაი გამოიყენა. „წლის ანიეკდოტი არის ის, რომ მერაბ ქვარია და ედიშერ თოლორაია ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავიდნენ. პირიქით ბიძინა ივანიშვილმა, მათ შორის ,ეს ორი მორჩილი ადამიანი გამოიყენა საზოაგადოების გადასაგდებად, რაც მას არავითარ შემთხვევაში არ შერჩება. ეს არის საზოგადეობის გადაგდება“, - თქვა მან. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები ბიუოს შესასვლელთან გააკრეს. პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ქვარაია აირჩიეს.
03:57

თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ქვარაია...

odishitv

თვითმმართველი ქალაქის თელავის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
03:09

თვითმმართველი ქალაქის თელავის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმ...

knews. ge

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის მდგომარეობა
01:44

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული ქონების...

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თვითმმართველი ქალაქის სტატუსზე
02:28

თვითმმართველი ქალაქის სტატუსზე

Livepress. ge

TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება
01:49

TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ...

Radio Atinati

რამდენად ადექვატურია თვითმმართველი ერთეულების ისევ გამსხვილება
08:29

რამდენად ადექვატურია თვითმმართველი ერთეულების ისევ გამსხვილე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯემალ მეგრელიძე ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებისთვის იზრუნებს
00:58

ჯემალ მეგრელიძე ქობულეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის...

Ajara TV

\"როცა გორს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი,გაცილებით ეფექტური იყო მმართველობა როგორც ქალაქში\"
01:52

"როცა გორს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი,გაცილებით ე...

TV მონიტორინგი

ყველა ვიდეო