TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შვიდი თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევაზე პრეზენტაცია წარადგინა. დოკუმენტში ორგანიზაციის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პოზიციის კონტრარგუმენტებია მოყვანილი. TI-ის შეფასებით, ყველა ის საკითხი, რომელიც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია თავმოყრილი, არა მხოლოდ აღნიშნული თვითმმართველ ქალაქებისა და თემებისთვის, არამედ ქართული თვითმმართველობის სისტემის მახასიათებელია. საუბარია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე, მწირი ფინანსური რესურსები, გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები და სხვა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს შეუშლი ხელს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ვალდებულია, უფრო მეტი დეცენტრალიზაცია განახორციელოს, უფრო მეტი ფინანსური რესურსი და უფლებამოსილებები გადასცეს მუნიციპალიტეტებს და გამსხვილების სანაცვლოდ ჩვენ მივიღოთ მეტი თვითმმართველი ერთეული, რათა ხელისუფლება უფრო ახლოს იყოს მოსახლეობასთან და უფრო ეფექტურად შეძლოს სხვადასხვა სახის სერვისი მიწოდება“, - განაცხადა ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ. შეხვედრაზე თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმასთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადეობის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოპოზიციური პარტიის „ ევროპული საქართველოს“ წევრებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს, მოსახლეობას აღნიშნულთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. „რაც კვლევაშია აღნიშნული, სრული სიმართლეა. სამწუხაროა, რომ მერიისა და გამგეობის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრო შეხვედრა. მათ უნდა გაეცათ პასუხი საზოგადოებისთვის. მოსახლეობის ჩართულობა სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ“, - უთხრა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ღურწკაიამ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენლის ეგნმატე შამუგიას თქმით, კვლევაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი სხვადასხვა აქცენტი, მათ შორის, თუ, როგორ შეიძლება მოხდეს ხარჯების შემცირება, რაც შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმების ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავს ხელისუფლებას. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პოზიციის საჯაროდ გამოხატვის აუცილებლობას, რათა ხელისუფლებამ მოსალოდნელი რეფორმა არ განახორციელოს. „მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სწორი ინფრომაციის მიწოდება, იმ სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მოყვება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების რაოდენობის ზრდას და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილებისა და მის განსახორციელებლა შესაბამისი ფინანსებისა და ქონების გადმოცემას“, - აღნიშნა შამუგიამ. ცნობისთვის, ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ განცხადება გაავრცელეს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება ყოვლად დაუშვებელია. ზუგდიდში კი ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
TI: თვითმმართველო ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესს არ ემს...
Georgian Media Club
გუბაზ სანიკიძე - "ხაზეინი" - "პაბეგში".
რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!
..ინტერვიუ შვილებთან..ნაწილი 2..
Ti’s Life
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 05.06.2018
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
Lasha Chkhaidze - WHEN I WAS A CHILD Lyrics/ LEFTYMOTION
Giorgi Gogenia
კონტექსტი — 30 სექტემბერი, ნაწილი I
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია
Radio Atinati
TI- ის სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი საჭიროებები წარ...
Radio Atinati