ზოდელავა: ზუგდიდის საკრებულოს ადამიანების პრობლემის მოგვარების პროცესი იგნორირებული აქვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, ზუგდიდიდს საკრებულო ადამიანების პრობლემის მოგვარებაზე უარს ამბობს. ეს მან ჟურნალისტებს საკრებულოს ხმაურიანი სხდომის გადადების შემდეგ უთხრა. ზოდელავას თქმით, მათი მიზანი დღევანდელ სხდომაზე პროვოკაციის მოწყობა არ ყოფილა და ისინი კონკრეტული პრობლემების განსახილველად მოვიდნენ. „ადამიანების პრობლემების მოგვარება არის პროვოკაცია? რუხში ადამიანებს საძოვრებს ართმევენ. თუ ამაზე რეაგირებას არ გავაკეთებთ, მაშინ რაზე გავაკეთოთ? მათ გვთხოვეს დახმარება და ამიტომაც არიან აქ. იგივეს ვიტყვი განმუხურში გაზიფიცირების პრობლემაზე. ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც საკრებულოს იგნორირებული აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფაქტობრივად, არც ჩევნ მოვისმინა, არც ამ ხალხს და გაიქცა“, - თქვა ზოდელავამ. საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დღევანდელი სხდომა ხმაურის გამო რამდენიმე საათით გადადო. დაპირისპირება სხდომის დაწყებამდე საკრებულოს დარბაზს გარეთ დაიწყო. ენმ-ის მხარდამჭერებმა და წევრებმა გელა თოლორაიას სხდომაზე შესაძლო დასწრება გააპროტესტეს. მოგვიანებით, სხდომის დაწყების შემდეგ მურთაზ ზოდელავა სხვადასხვა საკითხის დაყენებას ითხოვდა. ფაცაციამ მას მოუწოდა, რომ საკითხები დღის წესრიგით გათვალისწინებულ დროს განეხილათ, რაზეც ისინი არ დათანხმდნენ. დაპირისპირება სხდომის გარეთაც გაგრძელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნება“: ენმ თავად არეგისტრირებს არაზუგდიდელებს არჩ...
Radio Atinati
საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო გადაიდო
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოს სხომაზე ხმაურია
Radio Atinati
მამუკა წოწერია: ზოდელავა ჩვენსა და მოსახლეობის შორის შუამავლ...
Radio Atinati
ბათლომე შელია: ენმ-ს წევრები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ გელა...
Radio Atinati
მურთაზ ზოდელავა: ზუგდიდის მერიაში დანაშაულის ადგილი არ არის...
Radio Atinati
მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის ცესკოს საოლქოს თავ-რეს გადადგომისკე...
joni kvaratskhelia
ენმ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
Radio Atinati