მამუკა წოწერია: თქვენი მხარდაჭერა ჩემს პასუხისმგებლობას უფრო ზრდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მამუკა წოწერიას უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. წოწერიამ საკრებულოს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ასევე ღია და საქმიანი იქნება. ის საკრებულოში სოფელ ოქტომბერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან". "ყველასგან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და კეთილგანწყობას, რაც უფრო მავალდებულებს და ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას", - აღნიშნა წოწერიამ. საკრებულოს აპარატის უფროსის ნატალია პაპასკირის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სოფლებში - დავითიანი და ოქტომბერი - საჭირო იქნება შუალედური არჩევნების ჩატარება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს. ცნობისთვის, მამუკა წოწერია ზუგდიდის გამგებლის მოადგილედ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. 8 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე წოწერიას გამგებლის ფუნქციების შესრულებაც მოუწევს. ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა 9 აგვისტოს დატოვა. იგი მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. გამგებლის მოადგილე გიზო სართანია კი თამამდებობას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ის მმართველი პარტიიდან "პატრიოტთა ალიანსში" გადავიდა და გამგებლობისთვის სწორედ ამ პარტიის სახელით იბრძოლებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა
Radio Atinati
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ
Radio Atinati
მამუკა წოწერია
zugdidelebi
მამუკა წოწერია
zugdidelebi
მამუკა წოწერია
Georgian Dream SZS
მამუკა წოწერია
Georgian Dream SZS
მამუკა წოწერია
zugdidelebi
მამუკა წოწერია
Livepress. ge