ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა

01.06.2018 06:02

ზუგდიდის საკრებულოში გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აციასთან დაკავშირებით ხმაური იყო. სხდომაზე ეს თემა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ წამოჭრა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძის ტკივილისა და ოჯახის მიმართ სოლიდარულია, აქციამ პოლიტიკური ხასიათი მიიღო. მან გუშინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როცა აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა გამოსვლის საშუალება არ მისცეს. „შვილმკვდარი მამა ითხოვდა მოესმინათ პრემიერისთვის და ეს არ გაითვალისწინეს, კუპრავა ბოთლების სროლისკენ მოუწოდებდა ხალხს. ჩვენი, ყველას მიზანია, რომ დადგინდეს სიმართლე და მე ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა. დიახ, იყო ხარვეზები და ისინი აუცილებლად გამოსწორდება. ამის გარანტია პრემიერი კვირიკაშვილი, მმართველი გუნდი და პირადა მეც. მე მივმართავ ბატონ ზაზა: თქვენი ტკივილი ჩემი ტკივილი და გასაჭირია, მაგრამ ნურავის მისცემთ იმის საშუალებას, რომ ოჯახის გაჭირვებით იმანიპულიროს. მე სოლიდარული ვარ თქვენ მიმართ და ვარ თქვენ გვერდით, მაგრამ არა მათ გვერდით, ვინც სიტყვის თქმის საშაულებას არ გაძლევენ. კარგად გადახედეთ, ვინ გიდაგთ გვერდით, ვინც 9 წელი სხვისი შვილების გამწარებით იყო დაკავებული“, - აღნიშნა ფაცაციამ. ამავე პოზიციაზეა საკრებულოს უმრავლესობის წევრები ნაწილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მან თქვა, რომ საზოგადოებრივ აღტკინებას იზიარებს და მიიჩნევს, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. მეორე მხრივ, წოწერიამ აღნიშნა, რომ ის პირები, ვინც ზაზა სარალიძის გვერდით დგანან, მისთვის და მისი პოლიტიკური გუნდისთვის მიუღებელია.„ადგილობრივი ხელისფლება დგას სარალიძეების გვერდით და მოვითხოვთ ყველა ორგანოსგან ბოლომდე იყოს ეს საქმე მიყვანილი“, - თქვა მან. „ქართული ოცნების“ წევრების აღნიშნულ მოსაზრებებს „გაუგონარი კომენტარი“ უწოდა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ წევრებს მოსთხოვოს კითხვებზე პასუხი, ზვიად კუპრავაზე აპელირებს. მისი შეფასებით, ამ განცხადებამ ცხადჰყო, რომ ხელისფლება ვერ აცნობიერებს დანაშაულის არსს. „იმ ყველაფრის კუპრავას დონემდე დახურდავება, რაც ახლა ხდება, არასწორია. გუშინ ერთ დღეში სპონტანურად მისული საზოგადოება ითხოვდა სამართალს და უსამართლოდ დაჩაგრული ქართველი კაცის გვერდით იდგა. დიახ, კვირიკაშვილი ,თუნდაც იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მხოლოდ გუშინ მოინდომა და მივიდა სარალიძესთან. ის რაც საკრებულოს ადგილობრივებმა ლიდერებმა თქვეს, არის გაუგონარი კომენტარი და მხოლოდ საკუთარი სკამების გადარჩენის სურვილი“, - თქვა შელიამ. სხდომის ბოლოს მან დეპუტატებს მოუწოდა იმ აქციაზე გამოვიდნენ, რომელსაც სამოქალაქო სექტორი, სტუდენტები და მოქალაქეები ამ წუთებში ზუგდიდში, პროკურატურის წინ მართავენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზუგდიდის საკრებულოსა დეპუტატები სარალიძის აქციაზე
04:03

ზუგდიდის საკრებულოსა დეპუტატები სარალიძის აქციაზე

Livepress. ge

ზუგდიდის საკრებულოში სანდრა რულოვსის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
01:03

ზუგდიდის საკრებულოში სანდრა რულოვსის მისვლას ხმაური და დაპირ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა
03:23

ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილე...

Radio Atinati

ზუგდიდის საკრებულოში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა
02:08

ზუგდიდის საკრებულოში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა

Radio Atinati

ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
01:38

ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წევრები ერთმანეთს...

Radio Atinati

ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა
04:34

ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირი...

TV IMEDI

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს ძალადობას ედავებიან
05:05

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარ...

TV IMEDI

ზუგდიდის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები ბათლომე შელია და თაზო ფაცაცია
41:00

ზუგდიდის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატები ბათლომე შელია...

Radio Atinati

ყველა ვიდეო