ზუგდიდის საკრებულოში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა

25.05.2018 02:08

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭო პირველად შეიკრიბა, რომელზეც დღეს საბჭოს დებულება დაამტკიცეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. საბჭოს სხდომას თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაუძღვა. ის იმედოვნებს, რომ საბჭოს მუშაობა გენდერული თანასწორობისთვის ეფექტური იქნება. „ჩვენი მიზანია გენდერული თანასწრობის უზრუნველყოფა და თანასწორობის დაცვა, სხვადასხვა ნორმატიული აქტის გენდერული თვალსაზრისით ექსპერტიზა. საბჭო არის იმ შემადგნელობით წარმოდგენილი, რომ ქმედუნარიანი და ეფექტური იქნება მუშაობა“, - აღნიშნა წოწერიამ. რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, წოწერიამ განმარტა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მუშაობა შეუძლია, მიმართოს საბჭოს და მიიღოს მონაწილეობა. დღევანდელ შეხვედრას საბჭოს 15 წევრი დაიწყო. მათ შორის ერთ-ერთია ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა, რომელმაც განმარტა, რომ კონფლიქტისპირა რეგიონში გენდერული თანასწორობის საბჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და მუშობას სწორედ ამ კუთხით აპირების. „გენდერული თანასწორბის საბჭო იქნება ინსტრუმენტი კონფლიქტისპირა რეგიონში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და ქალების მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა კილანავამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

არა ქალების მიმართ ძალადობას - აქცია ზუგდიდში
02:11

არა ქალების მიმართ ძალადობას - აქცია ზუგდიდში

Radio Atinati

რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა - შეხვედრა ზუგდიდში
02:16

რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა - შეხვედრა ზუ...

Radio Atinati

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრები ზუგდიდში
01:16

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრები ზუგდიდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საია: ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილოების ზრდა ვერ მიიღწევა
02:36

საია: ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილოების ზრდა ვერ...

Radio Atinati

გაეროს მოსახლეობის ფონდმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა (ვიდეო)
01:57

გაეროს მოსახლეობის ფონდმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა (ვიდეო...

Radio Atinati

ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება - შეხვედრა ზუგდიდში
02:59

ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება - შეხვედრა ზუგდიდში

Radio Atinati

ზუგდიდის საკრებულოში სანდრა რულოვსის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
01:03

ზუგდიდის საკრებულოში სანდრა რულოვსის მისვლას ხმაური და დაპირ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა
06:02

ზუგდიდის საკრებულოში სარალიძის საკითხს ხმაური მოჰყვა

Radio Atinati

ყველა ვიდეო