საია: ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილოების ზრდა ვერ მიიღწევა
საქართველოს ახალგარზდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა კვლევაში წარმოდგენილი გენდერული ანალიზი მდა ეთნიკური უმცირესობების ქცევა წარმოადგინა. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საქართველოში ვერ მიიღწევა. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ქალთა რაოდენობა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით1,5%-ით გაიზარდა და 13,46 % შეადგინა. გარდა ამისა, არჩეული 64 მერიდან მხოლოდ ერთი მერია ქალი. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას, რადგან მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქალების რაოდენობა პროპორციულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. 64-დან 22 საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეულის ქალების რაოდენობა 0-ია“, - აღნიშნულია კვლევაში. პავლიაშვილის თქმით, სამეგრელოში, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ქალებს წამყვან პოზიციებზე არ წარადგენენ და მათი ნომინირება არ ხდება, რაც საკრებულოებსა და პარლამენტში მათ ნაკლებობას იწვევს. „რაც შეეხება რეკომენდაციებს, ცენტრალურ დონეზე უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, რათა თვითმმართველობა უფრო დამოუკიდებელი გახდეს. თავის მხრივ, თვითმმართველობები უფროს ახლოს იყვნენ მოსახლეობასთან და იმუშაონ მათ საჭიროებებზე“, - აღნიშნა პავლიაშვილმა. შეხვედრა პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. „ქალი კანდიდატობის მსურველები ბევრია, თუმცა, ვხვდებით იმ პრობლემას, რომ არჩევნების დრო არ არის დაინტერესება მათ მიმართ, რადგან გადაწყვტილებას ღებულობენ კაცები“, - თქვა ციცინო შენგელიამ. კვლევა პროექტის „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საია-ს ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია ხელისუფლებას მოუწოდებს, ბუნებრივი კატასტროფების პრევენც...
Business Media Georgia
საია - საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კანონი ისევ ირღვევა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია
info9 info99
სტრასბურგის სასამართლო
info9 info99
„საია"
OkribaNews ge
საია
info9 info99