ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება - შეხვედრა ზუგდიდში
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკასა და ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭებაზე იმსჯელეს. ქსელის აღმასრულებელი დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, ქუჩებისთვის ქალების სახელების მინიჭება პრიორიტეტული უნდა იყოს და ამაში მონაწილეობა მერიებმა და საკრებულოებმა უნდა მიიღონ. შეხვედრაზე ითქვა, რომ დისკუსიის მიზანი ზუგდიდში ქუჩების სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვის ინიციატივის მხარდამჭერაა, რათა ქუჩებისთვის სახელის დარქმევისას პრიორიტეტი მიენიჭოს იმ ქალებს, რომლებმაც ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. „ქუჩების სახელდება დაწყებულია და ამაში დიდი როლი მიუძღვით იმ ორგანიზაციებს, ვინც ამ თემაზე მუშაობენ, თუმცა, მერიების და საკრბეულოების ჩართულობის გარეშე წინ ვერ წავალთ. ჩვენ ვსაუბრობთ ქალის როლის წამოწევაზე, რატომ იყო ესა თუ ის პორბლემა მნიშვენლოვანი და ხაზი გავუსხვათ იმას, რომ ქალები კაცების გვერდით ბევრ კარგს და ხშირად უკეთეს საქმესაც აკეთებდნენ. ვფიქრობ, ზუგდიდშიც იქნება საინტერესო პრეტედენტები, რომ დაუფასებელი ქალების სახელი უკვდავყოთ შემდგომი თაობებისთვის“, - თქვა ხარისკაცმა. თავის მხრივ, საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, მსგავსი შეხვედრები ნაყოფიერია და ხელს მათი კომისიის მუშაობასაც უწყობს. ის საზოგადოების წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. „მე ვარ მომხრე გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის, თუმცა, ეს უნდა იყოს ბუნებრივი პროცესი. ბევრი წარმატები ქალი გვყავდა ნამდვილად. მზად ვარ, რომ ჩვენმა კომისიამ ნებისმიერი ინიცატივა მიიღოს და განვიხილოთ. მინდა ვთხოვო საზოგადოების წარმოამდგენლებს, ისტორიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ჩაერთონ აქტიურად ამ პროცესში. ჩვენ გავითვალისიწნებთ მათ მიერ მოწოდებულ ღირებულ ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს შესაბამისად მივიღებთ“, - აღნიშნა ლაგვილავამ. შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწნენ, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მენსტრუალური ჭიქა Mcompany-სგან
Mcompany
საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის ხელშემწყობი 6 თვიანი პროექ...
Music Box
ყველაზე სახიფათო ქვეყნები ქალებისთვის
Business Media Georgia
საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნები ქალებისთვის
Business Media Georgia
"ქალები ქალებისთვის" - ასოციაცია "იმედის" რგოლი ქალი კანდიდა...
Radio Atinati
#ახალიდღე პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გაიხსნა
Radio Atinati
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster