ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალადობის მსხვერლი ქალების პირველი თავშესაფრის პრეზენტაცია გაიმართა. თავშესაფარი, რომელიც რეგიონში პირველია, ასოციაცია "მერკურმა" პოლონელ პარტნიორებთან ერთად გახსნა. ასოციაციის ხელმძღვანელის ნანა თოდუას თქმით, სახლში, რომელიც 12 ბენეფიციარზეა გათვლილი, ქალები საკუთარ შვილებთან ერთად შეძლებენ დარჩენას. "უკვე ორი წელია, ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა მიმდინაროებს. ახლა კი თავშესაფარი მზად არის ბენეფიციარების მისაღებად. გარდა ამისა, ვითანამშრომლებთ სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის, პოლიციასთთან, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებთან", - აღნიშნა თოდუამ. პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის HუმანDოც Fოუნდატიონ-ის კოორდინატორის დომენიკა სპრინგერის თქმით, თავშესაფრის გახსნა პრიორიტეტული იყო, რადგან სამეგრელოს რეგიონში მსგავსი დაწესებულება არ არსებობდა. თავშესაფრის ზუსტ ადგილმდებარეობას ორგანიზატორები ბენეფიციარების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებენ. შენობის რეაბილიტაცია და ფუნქციონირება პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის თანადაფინანსებული, მისი სპონსორი კი შპს "ბეიბი ლაინია". შეხვედრას მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საქველმოქმედო საღამო ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად
Radio Atinati
თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის - რა მომსახურებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორი იქნება ზუგდიდის ბიუჯეტის სოციალური ნაწილი
Radio Atinati
დავამარცხოთ ოჯახში ძალადობა
ქართული სამართალი Georgian Law
„ამოიღე ხმა“ - აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძალადობის მსხვერპლი ქალი და თავის დაცვის პრაქტიკული გაკვეთილ...
TV IMEDI
ძალადობის მსხვერპლი ქალები
Formula News
ერთად დავასრულოთ ბავშვთა მიმართ ძალადობა
UNICEF Georgia