როგორი იქნება ზუგდიდის ბიუჯეტის სოციალური ნაწილი
მომავალი წლის ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის საკითხები საჯაროდ განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 1 377 700 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით დაგეგმილია ისეთი პროექტები, როგორიცაა უფასო სასადილეობი, ხანდაზმულთა, ბავშვების, ოჯახების სოციალური დაცვა, ომის ვეტერანთა მომსახურება, დევნილთა, მარჩენალდაკარგულთა, შშმ პირთა დახმარება, კულტურული ღონისძიებები, აბილიტაციის პროგრამა და სხვა სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. შენიშვნების სახით სხვადასხვა თემა გამოიკვეთა, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დახმარების თანხის გაზრდა, კრიზისული ცენტრის არსებობის აუცილებლობა და სოციალური პროგრამების გაუმჯობესება. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, ყველა შენიშვნა, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
Radio Atinati
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
sopo xubulava
ზუგდიდში ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნა
Radio Atinati
თენგიზ ჯგუშია გზების მოწესრიგების მოთხოვნით მათ გადაკეტვას ა...
Radio Atinati
ახალი საგრანტო კონკურსი სტარტაპებისთვის
Radio Atinati
ბათუ აბსავა - რესტორან "მენძელის" მენეჯერი
Radio Atinati
გამგეობა მარტოხელა ხანდაზმულთა შინ მოვლის პროგრამას იწყებს
Radio Atinati
აზიური ფაროსანა თხილნარებში ისევ გამრავლდა
Radio Atinati