2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილი განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მერის, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურას მომავალი წლის ბიუჯეტის 28,6 % მოხმარდება. გათვალისწინებულია ფინანსები ახალი გზებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების, ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის, ასევე, პარკების, სკვერების, ტროტუარების, პარკინგის, გარე განათების, წყალანირების მოწყობისა და მოდერნიზაციისთვის. "დისკუსია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. საკრებულოს წევრებს გვაქვს კარგი შესაძლებლობა, მივიღოთ და დავამუშავოთ მოქალაქეების ინიციატივები და რეკომენდაციების სახით წარვადგინოთ ზუგდიდის მერიაში", - განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ფრაქცია იღებს მოლაქეების შენიშვნებს, რომლებსაც 25 ნოემბერს მერიას გააცნობს. "ბიუჯეტის საჯარო განხილვა არის ძალიან კარგი პრაქტიკა. ვისურვებდი, მეტი მოქალაქე ჩაერთოს ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვაში", - დასძინმა წითლიძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. კითხვები,სხვადასხვა საკითხთან ერთად, ეხებოდა შენობა - ნაგებობების ადაპტირებას, ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციას, სოციალურად დაუცველებისთვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას. ცნობილი გახდა, რომ ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციია 2017 წელს დაიწყება. გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ პროექტს მუნიციპალური ბიუჯეტისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია განახორციელებს. რაც შეეხება თეატრს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მურთაზ ბოკუჩავას თქმით, თეატრის რეაბილიტაციას "ქართუ" ფონდი განახორციელებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ფრაქციამ სხვადასხვა თემასთან ერთად მერთან უსახლკაროების საცხოვრებლით უზრუნველყოფაც განიხილა და მისგან პირობა მიიღო, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება, სწორედ ისინი ისარგებლებენ. სამოქალაქო აქტივისტმა ეგნატე შამუგიამ კითხვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქიის დაფინანსებაზე დასვა. მისი თქმით, ბიუჯეტში გაწერილია, რომ თანხა უნდა მოხმარდეს ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მშენებლობას, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეპარქიამ თანხები საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად დახარჯა, რაც, მისი თქმით, საბიუჯეტო ჭრილში, არამიზნობრივ ხარჯვას გულისხმობს, რაზეც მურთაზ ბოკუჩავამ უპასუხა, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებაა დადებული. ასევე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია კლუბ "ზუგდიდის" დაფინანსებაც. მომავალი საჯარო განხილვა სოციალურ საკითხებს შეეხება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს დაიწყო
sopo xubulava
2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა ფოთში 22 12 17
მეცხრე ტალღა
ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა შ...
Radio Atinati
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა
Radio Atinati
19 08 2017 მაესტრო ახალი ამბები 15 00
მასწავლებლის სახლი / Teacher House
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ...
მასწავლებლის სახლი / Teacher House
19 08 2017 კავკასია დღეს 17 00 / დღეს 20 30
მასწავლებლის სახლი / Teacher House
ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა
Radio Atinati