ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები ქალაქის მერს გადაუგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კომისიებმა აღნიშნული პროექტი საჯაროდ განიხილეს, თუმცა პროცესებში საზოგადოების ჩართულობა ნაკლები იყო. რაც შეეხება შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ისინი რამდენიმე პუნქტისგან შედგება და სხვადასხვა დარგს ეხება.
„ეს წინადადებები გახლავთ ბიუჯეტის ინფორმირებულობასთან და დოკუმენტის მაქსიმალურ დახვეწილობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩაშლილად წარმოადგინონ ის პროექტები, რომელიც იხარჯება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, საუბარია ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში გარკვეული სახსრების დამატებაზე, ტურიზმისა და ახალგაზრულ საკითხთა მეტ მხარდაჭერაზე. იმედია, მერია ამ შენისვნებს გაითვალისწინებს და კორექტირებულს დაუბრუნებს საკრებულოს განსახილველად“, - თქვა ჟურნალისტებთან წოწერიამ.
საკრებულოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაფინანსებლად 230 000 ლარის, ხოლო „C“ ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგსი პროგრამის განსახორციელებლად 50 000 ლარის დამატებაზე, გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საჭიროა სოციალურად დაუცველი, სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარებისთვის დაფინანსების აღდგენა. ასევე, საკრებულო „ფენიკლეტონიის“ დიაგნოზით დაავადებული სამი ბავშვის 500 ლარამდე დაფინანსების გაზრდას ითხოვს.
წარმომადგენლობითი ორგანოს შენიშვნებში მოცემულია უფასო სასადილოს ბენეფიციართა რაოდენობის გადახედვისა და შინ მიტანის სერვისის შემოღებაზე. ამასთან, საკრებულო მოითხოვს მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების, ააიპი-ების ა და შპს-ების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციისა და მათთვის გამოყოფილი ფინანსების შესახებ.
დღევანდელ სხდომას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც დაესწრო.
ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ზუგდიდის საკრებულოს კომისიებში, დაახლოებით, 10 დღის წინ დაიწყეს. პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/