თხილის მავნებელი აზიური ფაროსანა ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ისევ გამრავლდა. ადგილობრივები ამბობენ, მათ თხილნარებში მავნებლის უკვე რამდენიმე თაობაა შესამჩნევი. ფაროსანას კვლავ გამრავლების მიზეზად მოსახლეობა შეწამლვითი სამუშაოების დაგვიანებასა და მის უხარისხოდ წარმართვას ასახელებს.
“ფაროსანა ისევ არის. ამ შეწამლვამ, რომელიც ძალიან დაგვიანებული იყო, აბსოლუტურად არანაირი შედეგი არ გამოიღო. თვითონ ეს პროცესიც არ იყო ხარისხიანი. როგორ შეიძლება, რომ შესაწამლი აპარატით ამოდენა თხილის პლანტაციები დაიარო და შეწამლო“, - თქვა ზედა ეწერის მცხოვრებმა მზია აფხაზავამ.
მათივე თქმით, ისინი თხილნარების შეწამლვას თვეებით ადრე ელოდნენ, თუმცა ღონისძიებები მხოლოდ ივლისში ჩატარდა. იმისთვის, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე არ დადგენ, ფერმერები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ.
„აზრი არ ჰქონდა უკვე ამ შეწამლვას. მთლიანად განადგურებულია თხილი. ვითხოვთ,შემოდგომაზე მოხდეს შეწამლვა, რომ მომავალ წელს მაინც იყოს მოსავალი“, -ამბობენ ისინი.
თავის მხრივ, მოსახლეობის პრეტენზიებს წამლობის დაგვიანების შესახებ, არ ეთანხმებიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში. უწყების სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი მარიკა გულუა აცხადებს, რომ ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება, ჩატარდება თუ არა ხელახალი წამლობა.
„ვახორციელებთ მონიტორინგს, როგორი სამუშაოები ჩატარდა და რამდენად ეფექტური იყო შედეგი. ამის შემდეგ გადაწყდება, რა იქნება შემდეგი ქმედებები. ჩვენ მსოფლიო ენტემოლოგების რეკომენდაციებით ვმოქმედებდით“, - თქვა გულუამ.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან. პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ივნისს დაიწყო და ივლისის დასაწყისში დასრულდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/