დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მკვლევართა ჯგუფებმა რამდენიმე თხილნარი დაათვალიერეს და შეწამლულ და შეუწამლავ თხილნარებს შორის არსებული მდგომარეობა შეადარეს. ასოციაციის მთავარი აგრონომი რევაზ შონია ამბობს, რომ შეუწამლავ და შეწამლულ თხილნარებს შორის სხვაობა ფასზეც აისახება და ფერმერებს მოუწოდებს, დაგვიანების მიუხედავად, მაინც შეწამლონ საკუთარი თხილნარები. „იმ ფერმერების ბაღებში, ვინც ჩაატარეს წამლობა კომბინირებული მეთოდებით, ვხედავთ, რომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. შეუწამლავ თხილნარებში კი უხარისხო და გაფუჭებული თხილია. ამიტომაც ვურჩევთ ფერმერებს, წამლობა კომბინირებული ნაზავით ჩაატარონ, რომელშიც შეუძლიათ გაურიონ ფუნგიციდები, რაც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია და დადებითად მოქმედებს თხილის მოსავლიანობასა და ხარისხზე. “, - აღნიშნა შონიამ. მისი შეფასებით, დაბალის ზონის სოფლებში თხილნარებში არსებული ვითარება მძიმეა. ის ამბობს, რომ დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად კომპლექსურ მიდგომაა საჭირო. მისივე განმარტებით, დროული და სწორი შეწამლვა შედეგის მომტანი იქნება. „მასიურად არის გავრცელებული სოკოვანი დაავადებები. ნებისმიერ შუწამლავ თხილნარში ზიანი თვალსაჩინოა. რაც შეეხება ფაროსანას, გავრცელების მიუხედავად, ამ მავნებლის მიერ მიყენებული ზარალი, ჯერჯერობით, არ არის აშკარა. ამ შემთხვევაში წამლობაც არ არის დაგვიანებული“, - აღნიშნა შონიამ. თხილის ერთ-ერთი მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე განმარტავს, რომ ეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების ე.წ. დაკვირვების წელია. მისი თქმით, მავნებლის სრულად განადურება და აღმოფხვრა შეუძლებელია. „საუბარია აზიური ფაროსანას პოპულაციის შემცირებაზე და არა მთლიანად აღმოფხვრაზე. როგორც ჩვენი დასავლელი ექსპერტები ამბობენ, ამ მავნებლის სრულად აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, - განაცხადა კერესელიძემ. რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას თხილის მავნებლების შესახებ, კერესელიძის განმარტებით, მუნიციპალუტეტებში შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივებს შესაბამის ინფორმაციებს აწვდიან. „წლევანდელი გამოცდილებით, მომავალში ვაპირებთ, რომ საინფოტმაციო კამპანია ამ მავნებელთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით გაცილებით ადრე დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერების ინფრომირებულობა. გარდა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა, აუცილებელია, რომ ფერმერიც ჩაერთოს პროცესში“, - განაცხადა კერესელიძემ. ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თხილის ერთ-ერთი მავნებლის, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლვა 14 და 17 ივნისს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში, თხილის ნარგავების შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. 1,5 ჰა-მდე ფართობის მფლობელებს სახელმწიფო ნარგავებს საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 1,5 -დან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი შესაწამლად უსასყიდლოდ გადაეცემათ. აღნიშნული სამუშაოებისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო. გამოსწორდება თუ არა ვითარება მომავალ წელს და თხილის როგორ მოსავალს მიიღებენ ფერმერები, ეს სახელმწიფოს, აგროსექტორისა და თავად ფერმერების მიდგომებსა და ქმედებებზეა დამოკიდებული. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
Radio Atinati
ზუგდიდში აქცია დროებით დაიშალა
Radio Atinati
"შამუგიას წისქვილი" - საუკუნოვანი წყლის წისქვილი სოფელ კოკში
Radio Atinati
ინტენსიური თოვის შემდეგ, მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადგილობირივი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ
Radio Atinati
სტიქია სამეგრელოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამგებლის მოადგილე: თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაც...
Radio Atinati
ენმ: "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი ადმინისტრაციულ რესურს...
Radio Atinati