ზუგდიდის სამხარეო ადმინისტაციის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ აქცია ორშაბათამდე გადადო. ისინი ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად ერთ კვირას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორშაბათიდან ფართომაშტაბიანი აქციებითა და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. ამასთან ისინი ამბებენ, რომ თუ კონპენსაციას არ მიიღებენ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ აგვინაზღაურონ დანაკარგი კომპენსაციის სახით, ჩვენ ყველას ბანკში გვაქვს სესხი,ვითხოვთ ერთი წლით შეგვიჩერონ ბანკის გადასახადები, განულებას არ ვითხოვთ უბრალოდ შეგვიჩერონ. ორშაბათამდე დაველოდებით მთავრობის რეაგირებას, თუ არ იქნება ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება აქციები გაგრძელდება. აქ ამ შენობის წინ დავჯდებით და ვიშიმშილებთ“, - განაცხადა ნონა კვარაცხელიამ.
აქციის მონაწილეებს ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა შეხვდა და მათ უთხრა, რომ აზიური ფაროსანას შესაწამლი ღონისძიებები გრძელდება.
„გამოყოფილია 22 ერთეული ტექნიკა , ჩაერთვება ავიაცია და მავნებელთან ბრძოლა გრძელდება, არის რაღაც პროცენტი მოსავლის, რომლის გადარჩენაც შეიძლება და ამისთვის ვიბრძვით, რაც შეეხება კომპენსაციებს მიდის მუშაობა გადწყევტილება მიღებული არ არის, მაგრამ სამართლიანი იქნება, ალბათ, როგორც კახეთში სტიქიური უბედურების შედეგად მოსახლეობის მიმართ კომპენსაციის გაცემა ესეც შეიძლება ჩაითვალოს სტიქიურ უბედურებად. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“,- აღნიშნა გია გულორდავამ.
ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის ნაწილი სამხარე ადმინისტრაციი წინ აქციებს დილიდან მართავდა, ისინი ხელისუფლებისგან სპეციალური კომისიის მიერ ზარალის დათვლას და კომპენსაციებს ითხოვს. ამ დროის განმავლობაში აქციის მონაწილეებთან ერთად ადგილობრივი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათ შორის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა იმყოფებოდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/