მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებიან
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც ზუგდიდში ორ კვირაზე მეტ ხანს შიმშილობდნენ, კომისიის მისვლას ელოდებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დღესვე არ დაიწყებს მათი საცხოვრებელი პირობების ხელახალ გადამოწმებას, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს ისევ მიმართავენ. "არანაირ პასუხს არ გვაძლევს დევნილთა სამინისტრო, არც ადგილობრივი სამმართველო...ველოდებით მერაბ ქვარაიას პირობას, რომ დღეს უნდა ჩამოსულიყო კომისია, თუმცა ჯერ არავინ მოსულა. დღესაც თუ არაფერი იქნა, ასე არ გავჩერდებით... ნუ დაძაბავენ სიტუაციას ისე, რომ ჩიხში შევიდეს ყველაფერი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტარიელ ქობალიამ. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილებთან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია 7 თებერვალს მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაპირდა. 9 თებერვალს აქციის მონაწილეებმა შიმშილობა დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დროებით შეწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტია შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებ...
Radio Atinati
დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დევნილმა შიმშილობა შეწყვიტა
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიამ მოინახულა
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილებს მერაბ ქვარაია შეხვდა
Livepress. ge
მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ
Radio Atinati
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირი...
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლე...
Radio Atinati