ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები დღეს პატრიოტთა ალიანსის წევრმა და პარლამენტარმა ადა მარშანიამ მოინახულა. ის აქციის მონაწილეების პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ შიმშილობის შეწყვეტა ურჩია. ამასთან, მარშანიამ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, დევნილთა მინისტრი მათთან არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად მათთვის მინიჭებულ ქულებს. "დღეს დავრწმუნდი, რომ აქ განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა, კეთილი ინებოს სამინისტრომ და იღონოს რამე. ჩემი მხრიდან აგრესიულადაც კი შევაწუხებ დევნილთა სამინისტროს, რომელიც გახდა დევნილთა მტერი", - თქვა დეპუტატმა. თავის მხრივ, დევნილები ამბობენ, რომ ისინი შიმშილობის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი ყოფილი რაიონული სააავადმყოფოს შენობის ეზოში, სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ადა მარშანია
Alia News
ადა მარშანია
Alia News
ადა მარშანია: თბილისს აინტერესებს რეგიონების კამანდრობა და...
netgazeti ge
ადა მარშანია თეა წულუკიანს - გუშინ აქ თქვენი ნარცისობა ვიხილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადა მარშანია - როგორ უნდა დავდგეთ „ნაციონალური მოძაობის“ გვე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადა მარშანია - 20 ივნისს ელენე ხოშტარია უკადრებელ, უმძიმეს გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადა მარშანია: “მოსკოვში ურმით მივდივართ, „ჩერეზ“ ერევნით“
Maestro Television
ადა მარშანია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს დაუპირის...
TV IMEDI