მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიამ მოინახულა
ზუგდიდიში საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული მოშიმშილე დევნილებთან ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა. ,,აბსოლიტურად გასაგებია ამ ადამიანების გულისტკივილი, მათი მდგომარეობა არის მძიმე, საცხოვრებელი პირობეები საკმაოდ რთულია. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ, სავარაუდოდ ეს იქნება ხელახლა გადამოწმების მექანიზმი. იგივე არის სამინისტროს პოზიციაც. გაკეთდება ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან, რადგან არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი და უსამართლობის განცდა,’’- განაცხადა მერაბ ქვარაიამ. თავის მხრივ, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები აცხადებენ, რომ ისინი მაჟორიტარ დეპუტატის დაპირების შესრულებას დღის ბოლომდე დაელოდებიან. მათი თქმით, დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტენ. „ჩვენ ვითხოვდით ქულების გადამოწმებას და სამინისტროდან ვინმეს მოსვლას, რასაც ისინი დღესაც არ გამოეხმაურნენ. მოვიდა ბატონი მერაბ ქვარაია,შეგვპირდა, რომ მოვა კომისია. “,-აღნიშნა ტერიელ ქობალიამ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 5 ადამიანი, ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებ...
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებ...
Radio Atinati
დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დევნილმა შიმშილობა შეწყვიტა
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილებს მერაბ ქვარაია შეხვდა
Livepress. ge
მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ
Radio Atinati
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირი...
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლე...
Radio Atinati