ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლეს
ზუგდიდის რაონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილების, რომლებიც კვირაზე მეტია სახელდახელოდ აგებულ კარავში შიმშილობენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ისინი დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა მოინახულეს და შიმშილობის დაუყონებლივ შეწყვეტა ურჩიეს. "ჩვენამდე სასწრაფო დახმარების ექიმები ყოფილან და პირველადი დახმარება აღმოუჩენიათ. ერთ-ერთს საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა უარი უთქვამს. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არ შეიძლება ამ ადამიანების ამ პირობებში ყოფნა", - თქვა დევნილთა პოლიკლინიკის ექიმმა ნოდარ კვირკველიამ. დევნილები აცხადებენ, რომ შიმშილობას და საპროტესტო აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. "არსად არ წავალ აქ უნდა მოვკვდე, თავი მაქვს განწირული", - უთხრა ჟურნალისტებს დალი შონიამ. აქციის მონაწილეები 2 თებერვალს თბილისში გამგზავრებას და აქციის გაგრძელებას ევროკავშირის ოფისთან გეგმავდნენ, თუმცა დღეს უკვე აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წასვლა ვერ შეძლეს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავე დროს, სოციალურად დაუცველები არიან, მათთვის სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ
Radio Atinati
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებ...
Radio Atinati
დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დევნილმა შიმშილობა შეწყვიტა
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებ...
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირი...
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიამ მოინახულა
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster