ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებიან
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ორ კვირაზე მეტია, შიმშილობენ, დღეს სახელმწიფო კომისიის მისვლას ელოდებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კომისია დღესვე ხელახლა არ გადაამოწმებს მათ საცხოვრებელ პირობებს, ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავენ. „ვურეკავთ ბატონ მანუჩარს, ტელეფონიც კი გამორთო. არანაირ პასუხს არ გვაძლევს დევნილეთა სამინისტრო, არც ადგილობრივი სამმართველო...ველოდებით მერაბ ქვარაიას პირობას, რომ დღეს უნდა ჩამოსულიყო კომისია, თუმცა ჯერ არავინ მოსულა. დღესაც თუ არაფერი იქნა, ასე არ გავჩერდებით... ნუ დაძაბავენ სიტუაციას ისე, რომ ჩიხში შევიდეს ყველაფერი“, - თქვა ერთ-ერთმა მოშიმშილემ ტარიელ ქობალიამ. ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებთან ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია 7 თებერვალს მივიდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ის აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა, შიმშილობენ. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინიჭებული ქულების გადამოწმება არ იგეგმება. დევნილების ინფორმაციით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 ოჯახი, ათეულობით წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებ...
Radio Atinati
დეკანოზ მალხაზ ჭანტურიას თხოვნით დევნილმა შიმშილობა შეწყვიტა
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიამ მოინახულა
Radio Atinati
ადა მარშანია ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებს შეხვდა
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლე...
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ
Radio Atinati
ზუგდიდის საკრებულოში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირი...
Radio Atinati
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster