ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ვიზიტი ზუგდიდში აქცია-მსვლელობით გააპროტესტეს

20.06.2019 04:48

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში რამდენიმე საათის წინ სოცაილურ ქსელში დაგეგმილი აქცია-მსვლელობა სახელწოდებით „სირცხვილია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია და გააპროტესტეს რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში, მათ შორის პარლამენტში, სადაც სხდომათა დარბაზში ასამბლეას სერგეი გავრილოვი „კომუნისტურის პარტიის“ წევრი უძღვებოდა. აქცია სოცაილურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგაბამ დაანონსა. „დღეს შევიკრიბეთ, რათა დავანახოთ ყველას, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ შევეგუებით რუსული ოკუპაციას. სადაც საქართველოს, რუსეთს და მართლმადიდებლობას ახსენებენ ერთად, ყოველთვისაა რუსული პროპაგანდა. საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ასამბლეა საქართველოში და ის, რითიც დაგვირგვინდა, არის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ვართაგავამ. აქციას მაისურებით „რუსეთი ოკუპანტია“, საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. „დღეს გავრილოვი, რომელიც იზიარებს საოკუპაციო პოლიტიკას, იმყოფება საქართველოში რაღაცა გაუგებარ ღონისძიებაზე და ყველაზე შემზარავი ფაქტი იყო ის, რომ იგი საქართველოს პარლამენტის შენობაში იყო და პარლამენტის თავჯდომარის ტრიბუნიდან, სავარძლიდან გველაპარაკა დანარჩენ საქართველოს. სწორედ ეს ფაქტი არის მიუღებელი. ეს ქვეყანა, რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი, მისი ოცი პროცენტი მას აქვს ოკუპირებული და ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში მონაწილეობენ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოში და მით უმეტეს რაღაცა ამ ტიპის გაუგებარ ღონისძიებებს მართავდნენ“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ. აქციაზე, რომელზეც 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სხვა ზუგდიდელებთან ერთად ოპოზიციონერი დეპუტატები იმყოფებოდნენ. მათ დაგმეს დღეს პარლამენტში მომხდარი და თქვეს, რომ ფაქტზე სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება აუცილებელია. „ ყველას პრობლემაა, ვისაც გული შესტკივა, ვის ცნობიერებაში რუსი ოკუპანტია და ის, რომ კომუნისტი გავრილოვი მართლამდიდებლურ ასამლეას პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან წარმათავს, ცინიზმია. უდუდესი შეცდომაა დაშვებელი და პასუხი უნდა იყოს მკაცრად სამართლებრივი“, - თქვა ენმ-ის წევრმა თეიმურაზ ბასიალაიამ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ კი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მოღალატეობრივი უწოდა. „კიდევ ერთლ დაგვანახა, რომ უპასუხისმგებლო და მოღაღალტეობრივი ხელისუფლება გვყავს. პირველ რიგში, უნდა გადადგეს ირაკლი კობახიძე, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობას მოღალატეობრივი ქმედების გამო“, - აღნიშნა შელიამ. აქციის ორგანიზატორმა ცაბუნია ვართაგავამ მათთან მისვლისკენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მოუწოდა, თუმცა ზუგდიდის ბულვარში არცერთი მათგანი არ გამოჩენილა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

\"იქნება ეს ოკუპანტი ქვეყნის აგენტი თუ აშშ-ის აგენტი, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი \"
02:25

"იქნება ეს ოკუპანტი ქვეყნის აგენტი თუ აშშ-ის აგენტი, ეს არის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

CCE- ის \"საპარლამენტო დებატებში\" მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა
03:02

CCE- ის "საპარლამენტო დებატებში" მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღ...

Radio Atinati

ერთი წელი 20 ივნისის მოვლენებიდან -
07:44

ერთი წელი 20 ივნისის მოვლენებიდან -

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ზუგდიდში

აქცია ზუგდიდში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დიმიტრი პესკოვის განცხადებას ქართველი დეპუტატები ეხმაურებიან

დიმიტრი პესკოვის განცხადებას ქართველი დეპუტატები ეხმაურებიან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით ბაქრაძე ენგურის ხიდზე
01:30

დავით ბაქრაძე ენგურის ხიდზე

Radio Atinati

ოკუპანტი ქვეყნის ბრალდება საქართვლოს და აშშ-ს და ოპოზიციის მწვავე შეფასებები თბილისში
06:52

ოკუპანტი ქვეყნის ბრალდება საქართვლოს და აშშ-ს და ოპოზიციის მ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საქმე და პოლიტიკური განცხადებები
06:38

ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო