დავით ბაქრაძე ენგურის ხიდზე
„ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე შეიკრიბნენ. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს კიდევ ერთხელ ახსენებს ბოროტებას რუსული ოკუპაციის სახით. დეპუტატის განცხადებით, მათი ამოცანაა, რომ ქვეყანა მშვიდობით გაამთლიანონ. „დღევანდელი დღე უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში და გვახსენებს ბოროეტებას, რომელსაც ჰქვია რუსული ოკუპაცია, იმ ბოროტებას, რომლის მსხვერპლებს უნდა მივაგოთ პატივი, იმ ბოროტებას, რაც არის საქართველოს სხეულზე და გულზე გავლებული მავთულხლართები. ამ ბოროტების დამარცხება თითოეული ჩვენგანის ხელში, თუ ჩვენს გულზე ვატარებთ სოხუმის და ცხინვალის იდეას, ჩვენს სხეულზე ვატარებთ მავთულხლართებს. საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო, სწორედ ეს იქნება ჩვენი ამოცანა, მშვიდობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა. ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენი ბრძოლა ამ ბოროტების დამთავრებისთვის, გრძელდება და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს არ შევეგუებით ამ უბედურებას, ქვეყნის დაყოფას და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნეით არ დამითმია“. „ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის თენგიზ გუნავას განცხადებით, აფხაზეთი, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითა და ჩართულობით უნდა დაუბრუნდეს. დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ენგურის ხიდთან აფხაზეთის ომში დაღუპულები გაიხსენეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ბაქრაძის ბრიფინფინგი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
დავით ბაქრაძე
თავისუფალი ზონა
დავით ბაქრაძე
Parliament of Georgia
დავით ბაქრაძე
Davit Bakradze
დავით ბაქრაძე
პოლიტიკური პორტალი
დავით ბაქრაძე
პოლიტიკური პორტალი