CCE- ის "საპარლამენტო დებატებში" მხოლოდ 2-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა
09/21/2016
Radio Atinati-ის
მიერ
\"საპარლამენტო დებატებში\", რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტის \"საარჩევნო მედია-ცენტრის\" ფარგლებში იმართება, 11 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან მხოლოდ 2 გამოცხადდა. ცენტრის ხელმძღვანელის ეკა მინჯორაიას თქმით, დანარჩენმა კანდიდატებმა დებატებში მონაწილეობაზე უარი დაგეგმილი დღის გამო თქვეს. დებატებს მოწვეული ფასილიტატორი ზვიად ქორიძე უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობა მოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კითხვები, ძირითადად, საგარეო პოლიტიკისა და ეკონიმიკური განვითარების გარშემო დაისვა.
\"პატრიოტთა ალიანსის\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზრით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა გადასახედია . მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგის დაწყება და ურთიერთობების დალაგება აუცილებელია. რაც შეეხება ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკას ნატოსთან დაკავშირებით, საქართველომ უბლოკო სტატუსი უნდა აირჩიოს. ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დასმულ კითხვაზე, ჭითანავამ განაცხადა, რომ საქართველომ, რუსეთის ბაზართან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების ბაზარიც უნდა გამოიყენოს.
\"პატრიოტთა ალიანსის\" კანდიდატის მსგავსად, დამოუკიდებელი კანდიდატი მიმოზა ცხონდიაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეა და ამბობს, რომ მეზობელ ქვეყანას \"გამუდმებით ოკუპანტი არ უნდა ვეძახოთ\". ამავე დროს, ცხონდია ევროკავშირთან ურთიერთობას მიესალმება და აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო თუ სხვა ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.
საარჩევნო მედია ცენტრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული და ის პროექტის \"სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის\" (ACCESS) ფარგლებში ხორციელდება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/