ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცია დაიშალა
ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელიც აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს, ამ წუთებში გაიხსნა. აღდგენილია ავტომობილების მოძრაობაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას განცხადებით, აქციის მონაწილეები მათი თხოვნის შემდეგ დაიშალნენ.მათ ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი ადგილობრივი მთავრობისგან. ჩვენ ვთხოვეთ აქციის მონაწილეებს, რომ დღეს დაიშალონ. ეს ხალხი თავად დაირაზმება შემდეგში, მათ არ სჭირდებათ ორგანიზება. სამეგრელოში მოხდება სოციალური აჯანყება და აფეთქება. ამ ადამიანებს სჭირდებათ კონკრეტული პასუხი“, - აღნიშნა მელიამ.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის კობა ქანთარიას განცხადებით, მთავრობა კომპენსაციებს ვერ გასცემს, თუმცა მავნებელთან ბრძოლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. "ადრეც გავეცით შესაწამლი საშუალებები და ახლაც მიმდინარეობს პრეპარატების დარიგება. კომპენსაციის საკითხი არ დგას დღის წესრიგში", - თქვა ქანთარიამ. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დროებით დაიშალნენ და მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციებს გამართავენ. ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ორგანიზებული. მოსახლეობა აზიური ფაროსანას მიერ თხილის მოსავლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული სოფლების წარმომა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში თხილის მოსავლის ზარალის აღწე...
Radio Atinati
აქცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა
Radio Atinati
დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგი...
Radio Atinati
მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ მუშაობას ოთხი მიმართულებით გეგ...
Radio Atinati
ზუგდიდში აქცია დროებით დაიშალა
Radio Atinati
მოსახლეობამ სამხარეო ადმინისტრაციასთან გაფუჭებული მოსავალი მ...
Radio Atinati
გამგებლის მოადგილე: თხილის ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაც...
Radio Atinati