დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მან კანდიდატების პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და მათ წარმატებები უსურვა. “ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვასახელებთ იმ კანდიდატურებს, ვისაც ბოლომდე ვენდობით, ვისი მეშვეობითაც "შენების მოძრაობა" აშენდება და გაძლიერდება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ყველა კანდიდატი იყოს აბსოლუტურად მზად იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ჩვენ ვაპირებთ“ , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა და თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო მაცხოვრისკარის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაია ღურწკაიამ.ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტია, თუნდაც, დამარცხების შემთხვევაში, ვიბრძოლო მისთვის, რომ მოსახლეობას აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი, რომელიც ხელისუფლების უყურადღებობით მიადგა, აუნაზღაუდრეს. ჩემი პრიორიტეტული პროგრამა არის ადამიანების ღირსეული დასაქმება, ღირსეული განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიღება“, - თქვა ღურწკაიამ. „შენების მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაცხოვრისკარის უბანში მაია ღურწკაია, ხოლო სოფელ კორცხელში - ჯონი კვარაცხელია იქნება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
უსუფაშვილი ზუგდიდში: „ოცნება გასაშვებია, ნაციონალები - არმოს...
Radio Atinati
უსუფაშვილმა ზუგდიდში „რესპუბლიკელების“ კანდიდატები წარადგინა
Radio Atinati
შეხვედრა „ლელოს“ წევრებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მივეცით ფული და გაათავისუფლა მძევლები, ეს არის წარმატებული ო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ქრონიკა 14:00 საათზე - 2 სექტემბერი, 2019 წელი
TV IMEDI
„შენების მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერებმა მოქალაქეებთან...
Radio Atinati
დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა
TV IMEDI
დავით უსუფაშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster