მთავრობა ფაროსანას წინააღმდეგ მუშაობას ოთხი მიმართულებით გეგმავს
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაგეგმილ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მათგან ერთ-ერთი მთავარი ხალხის ინფორმირებულობა და პროცესებში მათი ჩართულობაა. ამისთვის მოსახლეობას სპეციალური ბროშურები დაურიგდება. მეორე მიმართულებად დავითაშვილმა მონიტორინგი დაასახელა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო საკუთარი სახსრებით დიდ ფართობებს სპეციალურ მანქანებზე დამონტაჟებული შესაწამლი აპარატებით, თერმონისლით შეწამლავს, ასევე დაცულ ტერიტორიებსა და ტყეებში სპეციალური დამჭერები დამონტაჟდება. საჭიროების შემთხვევაში ავიაციის ჩართვაც იგეგმება. რაც შეეხება ბიოლოგიურ მავნებელს, დავითაშვილის მტკიცებით, მთავრობა შესაბამისი კვლევის გარეშე ფაროსანას ბიოლოგიური მტრის ხელოვნურად შემოყვანას არ გეგმავს. რაც შეეხება მეოთხე მიმართულებას, დავითაშვილის ცნობით, ეს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობაა, რომლის მთავარი მიზანი მავნებლის წინააღმდეგ მიმართული გამოგონებების დანერგვა იქნება. „დავიწყეთ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება, გვქონდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის წარმამდგენელთან და მოსახლეობასთან, რომელთაც სამთავრობო ბრძოლის ღონსიძიების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ მაქსიმალური კოორიდნაციით წელს გვექნება სახარბიელო შედეგი“, - აღნიშნა დავითაშვილმა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
Radio Atinati
"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში თხილის მოსავლის ზარალის აღწე...
Radio Atinati
მინისტრის მოადგილე: თხილი ფერმერმა თავად უნდა შეწამლოს (ვიდე...
Radio Atinati
აზიური ფაროსანა თხილნარებში ისევ გამრავლდა
Radio Atinati
რუდი: მხარს გიჭერთ თხილის წარმოების განვითარებაში და ხვალაც...
Radio Atinati
ზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის აქცი...
Radio Atinati
აქცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა
Radio Atinati
ფაროსანასგან დაცული მოსავალი - მავნებლის პოპულაცია შემცირდა
TV IMEDI