მინისტრის მოადგილე: თხილი ფერმერმა თავად უნდა შეწამლოს (ვიდეო
კახეთში ყურძენს კახელი ფერმერი, ქართლში ვაშლს წამლავს ქართლელი ფერმერი, სამეგრელოში თხილი უნდა შეწამლოს მეგრელმა ფერმერმა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გუბერნიაში დღეს აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობას შესაბამისი ღონისძიებები რომ არ გაეტარებინა, მავნებელი ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას გაანადგურებდა. გიორგი ხანიშვილის თქმით, აზიური ფაროსანას შეწამლვა დროული და ეფექტური იყო. „მთავრობამ სწორი და დროული რეკომენდაციები გასცა. ჩვენ დავეხმარეთ ე.წ. დახმარების პროგრამაში, რადგანაც წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება არ იყო. ჩვენ ვებრძოდით თხილის პლანტაციებში არსებულ პრობლემას, თუმცა მოსახლეობას თავადაც უნდა გაეტარებინა ღონისძიებები იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ჩვენ მიერ გაიცა. ჩვენ მივეხმარებით მათ, რომ სიმინდის ყანებში გაჩენილ მავნებელს ებრძოლონ“, - აღნისნა ხანიშვილმა. სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თქმით, დამატებით თხილის პლანტაციებისა და სოკოვანი დაავადებების შეწამლვაა დაგეგმილი. „მომავალი წლისთვის სოფლის მეურნეობის სტრატეგიის მიხედვით, ფართო მასშტაბიანი ღონისძიებები იგეგმება, მათ შორის ფერმერებსა და მოსახლოებას რეკომენდაციები გაეწევათ და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ“, - თქვა შონიამ. შეხვედრას ამერიკელი ენტომოლოგი გრეგ კევჩუკიც ესწრებოდა. მისი შეფასებით, სამეგრელოს თხილის პლანტაციებში აზიური ფაროსანას გამო რთული სიტუაციაა. „მთავრობის მიერ დაგეგმილი მონიტორინგის სისტემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე წამლობა იყო ძალიან ეფექტური, საჭირო და სასარგებლო, თუმცა არსებულ ვითარებაში საიჭროა ხელმეორედ შეწამლვა. მომავლისთვის აუცილებელია, რომ ფერმერმა იცოდეს, როგორ მოუაროს საკუთარ პლანტაციას და მიხედოს მას“, - განმარტა ჟურნალისტებთან კრევჩუკმა. რაც შეეხება სხვა დაავადებებს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დაავადებები ფერმერების მხრიდან კომპლექსურ წამლობას საჭიროებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სოფელ ნაცატუში თხილის საშრობ-სასაწყობე საწარმო გაიხსნა
Radio Atinati
დაბალი ზონის სოფლებში თხილი მოსავალი განადგურდა
Radio Atinati
საერთაშორისო გამოფენა - RIGA FOOD 2022
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თხილის მოსავალი ბოლო 5 წლის მაქსიმუმზეა
Business Media Georgia
რა არის DCFTA - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ზუგდიდში
Radio Atinati
#ეკონომეტრი, 30 მაისი, 2017
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრძოლა ფაროსანას წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსანდრე ჯეჯელავა „განსაკუთრებით თბილი გრძნობა მაკავშირებს...
გაზეთი ბოლნისი