რა არის DCFTA - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ზუგდიდში
ზუგდიდის ტექნოპარკში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ეკომონომიკის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს DCFTA-ს ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნეს. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილებს DCFTA-ის გამოწვევებისა და პერსპექტივების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრაზე მეწარმეებმა შეკითხვებიც დასვეს, მათ შორის, თხილის მოსავლის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აბაშის რაიონის სოფელ მარანის მკვიდრის მარიკა კანეიშვილის თქმით, თხილის მოსავლის 90 % განადგურებულია, გარდა ამისა, მისივე შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა დაგვიანებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ ისინი ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით მუშაობდნენ და წელს მიღებული გამოცდილება მომავალში შესაბამისი მეთოდების დანერგვასა და ეფექტურად გამოყენებაში დაეხმარებათ. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა იმერეთის მდგრადი განვითარებისა...
Radio Atinati
რა არის DCFTA
ასე შენდება ქვეყანა
რა არის DCFTA და რა სარგებლობას მოუტანს ის ქართველ მეწარმეებ...
Radio Atinati
რა არის ასოცირების შეთანხმება
Lia Todua
ევროპული ღირებულებები
CSRDG საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
DCFTA -ს საინფორმაციო ცენტრი
Radio Atinati
ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
Giorgi Kvirikashvili
პოდკასტი #3 - ჯიჰადისტური და ულტრა მემარჯვენე ნარატივები - მ...
Journalism Resource Center