ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა იმერეთის მდგრადი განვითარებისათვის - რეგიონული შეხვედრა ქუთაისში
03/01/2019
Radio Atinati-ის
მიერ
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა იმერეთის მდგრადი განვითარებისათვის - რეგიონული შეხვედრა ქუთაისში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის “ფიფლ ინ ნიდ” და მისი პარტნიორი „სოფლად თემთა განვითრების სააგენტოს“ (RCDA) ორგანიზებით, 28 თებერვალს ქუთაისში რეგიონული შეხვედრა გაიმართა. მისმა მონაწილეებმა იმერეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობებზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების ფარგლებში (DCFTA) არსებულ გამოწვევებზე, ფერმერებს, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგის გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი ფერმერები, სამოქალაქო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
“ფიფლ ინ ნიდ” - ს საქართველოს და სომხეთის მისიის დირექტორმა ონდრეი ნადვორნიკმა პროექტის მსვლელობაზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს უწევს.
«ჩვენ ვიკვლევთ ადგილობირივი მეწარმეების შესაძლებლობებს, იმას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ მათ აღნიშნული სავაჭრო შეთანხმების ამოქემდების შედეგად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომ უპირველს ყოვლისა, მათ მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესების და ცვლილებების შესახებ, რასაც სავაჭრო შეთანხმება ითვალისწინებს, ხოლო შემდეგ მიაწოდონ ის ადგილობრივ მეწარმეებს“, - თქვა ონდრეი ნადვორნიკმა.
შეხვედრაზე დარგის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ იმერეთის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის საჭიროა ისეთი დარგების განვითარება, რომლებიც მორგებულია იმერეთის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნებს და ამასთან, გაზრდის ადგილზე წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.
„ფიფლ ინ ნიდ“ - ის წარმომადგენელმა ნანა ფერაძემ ყურადღება გაამახვილა იმპორტირებული საქონლის ადგილობირივი ხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლების აუცილებლობაზე. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, რომელიც საქართველოს 7 რეგიონში, მათ შორის იმერეთში გაკეთდა.
„იმერეთში შეირჩა პომიდორი, რადგან საკმაოდ ბევრია დაინტერესებული ფერმერი და საკმაოდ მაღალი წარმოება. გამოწვევა ამ მხრივ არის ის, რომ ძირთადად მცირემიწიანი ფერმერები არიან, და მოგების მარჟა აქ მაღალი არ გამოდის და ასევე, 1 ჰექტარზე წარმოებული საშუალო პროდუქციის მოცულობა არის საკმაოდ დაბალი და ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების პომიდვრის წარმოების საშუალო მაჩვენებლს“, - აღნიშნა ნანა ფერაძემ.
მისი გამარტებით, საექპსორტო პოტენციალის ასამაღლებლად, საჭიროა წარმოების უწყვეტი ჯაჭვი, აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ფერმერებს მოუწევთ შეცვალონ გარკვეული მიდგომები.
თერჯოლის მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის რუსუდან კოვზირიძის თქმით, საინფორმაციო რესურს მაგიდამ, რომელიც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდი“-ს პროექტის ფარგლებში აამოქმედა, 750 - ზე მეტ ადმიანს მიაწოდა ინფორმაცია.
„საინფორმაციო რესურს მაგიდამ თავისი არსებობის მანძილზე საკმაოდ ბევრ ადამიანს მიაწოდა ინფორმაცია, როგორც სოფლის მეურნეობის განხრით, ასევე მომსახურეობისა და სხვა კუთხით. საინტერესო იყო ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი პომიდვრის, ჩვეთან ორი ფოკუს ჯგუფი იყო, 11 ინტერვიუ, როგოც ჩანს ამ კვლევამ ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხს გასცა პასუხი“, - თქვა რუსუდან კოვზირიძემ.
ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში - იან ჩერნიკმა აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს, რადგან ჩეხეთმაც გამოიარა ეს გზა, და მისთვის ცნობილია, თუ რა სურთლეებს აწყდებიან ფერმერები და მეწარმეები ამ პროცესში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, რადგან ჩვენც ვიყავით მსგავს სიტუაციაში. 90 - იან წლებში ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ, ახალმა რეგულაციებმა ჩვენს ფერმერებსაც გაუჩინა თავის ტკივილი“ , - აღნიშნა იან ჩერნიკმა.
პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს, მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან.
შეხვედრა ქუთაისში იმერეთის რეგიონალური ადმინისტრაციის რწმუნებულის -გუბერნატორის ხელშეწყობით ჩატარდა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/