ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

19.06.2017 06:16

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა – http://www.dcfta.gov.ge-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ. ვებგვერდ – http://www.dcfta.gov.ge-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საინფორმაციო პორტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე. დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში. იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/588d8

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

MOE: გეოლოგიის საერთაშორისო დღე და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
01:12

MOE: გეოლოგიის საერთაშორისო დღე და ახალი ვებგვერდის პრეზენტა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია
01:14

თავდაცვის სამინისტროს განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს სამხედრო ისტორიის ვებგვერდის პრეზენტაცია
03:39

საქართველოს სამხედრო ისტორიის ვებგვერდის პრეზენტაცია

თავდაცვის სამინისტრო

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისათვის სპეციალური საიტი   imoqme
02:15

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ინფ...

Ministry of Justice of Georgia

ახალი პრესსპიკერის წარდგენა

ახალი პრესსპიკერის წარდგენა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია
00:50

ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია

Tbilisi City Hall Presscentre

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს
04:10

ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა – ახალი ვებგვერდისა და პორტალის პრეზენტაცია
01:50

იუსტიციის უმაღლესი სკოლა – ახალი ვებგვერდისა და პორტალის პრე...

High School of Justice

ყველა ვიდეო