ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს

28.04.2017 04:10

შსს-ს აკადემიამ ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადებული ხუთდღიანი მედიასემინარი დასრულდა. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ მედიასემინარის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. სწავლებას აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. სემინარის მთავარი თემები იყო: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემების დაცვა; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; კრიმინალისტიკა; მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები. სწავლების განმავლობაში ჟურნალისტებმა სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოში მიიღეს მონაწილეობა. მედიასემინარის მიზანი იყო საპოლიციო განათლების საკითხებზე ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს აკადემიის ახალი ვებ-გვერდი - www.http://policeacademy.gov.ge წარუდგინა. ახალი საიტი ვიზიტორებს სასურველი ინფორმაციის მარტივად მოძიებაში დაეხმარება. ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის საქმიანობის, სპეციალური პროფესიული განათლების მიღების პროცედურებისა და სასწავლო პროგრამების, დისტანციური სწავლების, ასევე, აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. საიტის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ: სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, ასევე, გახდნენ ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებელი და მიიღონ ინფორმაცია წიგნის ფონდის შევსება-განახლებასთან დაკავშირებით; ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ საჯარო ლექციების მსვლელობაში; ონლაინ სერვისების გამოყენებით, ელექტრონულად გაიარონ რეგისტრაცია, ატვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და აირჩიონ სასურველი დრო და ტური, როგორც აკადემიაში, ასევე, შსს-ს არქივში; ამავე საიტზე განთავსდება სპეციალური გვერდი, სადაც ჟურნალისტები აკადემიაში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს დაწერენ.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება
01:39

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდებ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ
05:09

მედია-სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

💬 „ყველა ცემს თავის თავს“ - ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად „ხარება“
00:57

💬 „ყველა ცემს თავის თავს“ - ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელად „...

რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელის თხოვნა ჟურნალისტებს -მიმართეთ შსს-ს. დიანა ტრაპაიძის \"დღის ამბები\"
00:40

თინა ხიდაშელის თხოვნა ჟურნალისტებს -მიმართეთ შსს-ს. დიანა ტრ...

TV Pirveli

დაკავებულია პირი, რომელიც სკუტერით ჟურნალისტებს ეჯახებოდა
00:21

დაკავებულია პირი, რომელიც სკუტერით ჟურნალისტებს ეჯახებოდა

MULTIMEDIA GE

შსს-ს განცხადება
00:41

შსს-ს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შსს-მ 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკის პრეზენტაცია გამართა
14:36

შსს-მ 2016 წლის დანაშაულის სტატისტიკის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს განცხადება
01:02

შსს-ს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო