შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 28 პირია დაკავებული, ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ. დაკავებული პირებიდან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, 21-მა კი გვიან ღამით განყოფილება, ხელწერილის საფუძველზე დატოვა. სამინისტრო თითოეული ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას დეტალურად სწავლობს, რომელსაც სამართლებრივი შეფასება უმოკლეს ვადებში მიეცემა. უწყების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. სამინისტრო, ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster