საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

15.07.2021

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ დღეს გაიმართება. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. გიორგი მაღრაძეს ბრალდება 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
04:56

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
03:55

ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ილია თვალიაშვილის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა
06:43

ილია თვალიაშვილის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
01:20

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
05:37

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო