დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
შსს-მ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, კიდევ ერთი მოძალადე პირი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა – გ.მ.-მ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მედიაზე თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ ხუთი ადამიანი დააკავ...
TV IMEDI
დაკავება ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ოფისებში შეჭრის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის განცხადება და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის საელჩოს სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებულების გათავისუფლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი ჟურნალისტების დაკავება - აბაშიძე-კარასინის შეხვედრი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster